06:58 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-27 17:11:42, 1760 ნახვა

საზოგადოება
დედაქალაქის მერი ევროპის საინვესტიციო ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა

დედაქალაქის მერი კახა კალაძე, ვიცე-მერ ირაკლი ხმალაძესთან ერთად, ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) წარმომადგენლებს შეხვდა.

მერიის ინფორმაციით, EIB-ის დელეგაცია საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

თბილისის საკრებულოში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა დედაქალაქში განსახორციელებელ მასშტაბურ პროექტებსა და სამომავლოდ, კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობის გეგმებზე ისაუბრეს.

კახა კალაძემ დელეგაციის წევრებს მუნიციპალური პროექტები გააცნო, რომელთა შორის ყველაზე პრიორიტეტულად, საზოგადოებრივი ტრანსპორტის პარკის განახლება დაასახელა.

მისი თქმით, პროექტების განხორციელების პროცესში ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილების გაზიარება და ევროპის საინვესტიციო ბანკის ფინანსური დახმარება მნიშვნელოვანი იქნება.

„ჩვენთვის ამ ეტაპზე, ყველაზე მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული საკითხი ავტობუსების პარკის სრულად განახლებაა. ამ მიმართულებით, აქტიურად ვმუშაობთ და 2019 წლის ბოლოსთვის დედაქალაქში 500-მდე ახალი, ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსი შემოვა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მხარეები უახლოეს მომავალში ტექნიკური ხასიათის შეხვედრაზე შეთანხმდნენ, სადაც სატრანსპორტო სისტემის განახლებასთან დაკაშირებული სხვადასხვა პროექტის დაფინანსების საკითხები უფრო კონკრეტულად განიხილება.

ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ვაზილ ჰუდაკმა დედაქალაქის მერს პროექტების განხორციელებაში მაქსიმალური მხარდაჭერა აღუთქვა.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1430-მდე გაიზარდა
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics