|
2018-09-27 12:18:03, 1265 ნახვა
საზოგადოება
თორნიკე რიჟვაძე: 27 სექტემბერი არის ერთ-ერთი ტრაგიკული დღე ჩვენი ქვეყნის ისტორიაში
„25 წელი გავიდა სოხუმის დაცემის დღიდან. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღე ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. ჩვენი თაობის და ჩვენი ქვეყნის ვალია ეს აღთქმული მიწა დავიბრუნოთ," - ამის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა. მან სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად, პატივი მიაგო ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირების ხსოვნას. ბათუმის გმირთა ხეივანში სოხუმის დაცემის 25 წლისთავთან დაკავშირებით დაღუპულთა ოჯახის წევრები, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები შეიკრიბნენ. მათ ყვავილებით შეამკეს ჟიული შარტავას მემორიალი, რომელიც 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, გმირულად დაიღუპა. თორნიკე რიჟვაძემ ხაზი გაუსვა დევნილებთან დაკავშირებულ საკითხებს. მისი თქმით, ამ მიმართულებით აჭარის მთავრობა ცენტრალურ დარგობრივ სამინისტროებთან ერთად, მაქსიმუმს აკეთებს. „ჩვენ დავიწყეთ განხილვა 164 დევნილი ოჯახისთვის ბინების გადაცემის თაობაზე. ეს პროცესი გაგრძელდება და მივა იმ ლოგიკურ დასასრულამდე, რომელიც მათ საჭიროებებს საბოლოოდ დააკმაყოფილებს,"- აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)