05:45 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-27 10:26:03, 1356 ნახვა

საზოგადოება
ვალერი არქანიას არტ-გალერეაში დოკუმენტური ფილმისა და ფოტოალბომის პრეზენტაცია გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით ვალერი არქანიას არტ-გალერეაში რუხის მეგობრობის ზეიმის ამსახველი დოკუმენტური ფილმის „რუხი ქართულ-აფხაზური ურთიერთობის კვალდაკვალ“, ფოტოალბომისა და ჟურნალისტ მაყვალა ბერიანიძის წიგნის „რუხის ციხე-სიმაგრესთან ნათქვამი ფიცით...“ პრეზენტაცია გაიმართა.

დარბაზში გამოფენილი იყო  ქართველებსა და აფხაზებს შორის მეგობრობისა და  სახალხო ზეიმის ამსახველი ისტორიული ფოტოები.

ფოტოგამოფენა ქართველებსა და აფხაზებს შორის მეგობრობას და იმ სახალხო ზეიმის ისტორიულ კადრებს ასახავდა, რომელიც 1979 წლიდან საქართველოს ეროვნული გმირის ჟიული შარტავას ინიციატივით დღევანდელი რუხის სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე იმართებოდა. სახალხო ზეიმი საყოველთაო მშვიდობის იდეას ემსახურებოდა.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა, საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, თბილისის ყოფილი მერი დავით ნარმანია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, რუხის შეხვედრების მონაწილეები, ჟიული შარტავას მეუღლე და მეგობრები და დევნილი საზოგადოება ესწრებოდნენ.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1430-მდე გაიზარდა
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics