|
2018-09-26 20:29:00, 2048 ნახვა
პოლიტიკა
ოკუპირებულ აფხაზეთში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტში შეხვედრა გაიმართა
საქართველოს პარლამენტის პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება-მრეწველების“ ინიციატივით შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის თემა ოკუპირებულ აფხაზეთში საომარი მოქმედებების დასრულებიდან 25 წლის შემდეგ არსებული მდგომარეობა იყო. შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდნენ ფრაქცია „ქართული ოცნება-მრეწველების“ თავმჯდომარე სიმონ ნოზაძე, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ვოლსკი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია. „სოხუმშიც და თბილისშიც ვთანხმდებით, რომ აფხაზეთში შექმნილია უმძიმესი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა. კონფლიქტიდან 25 წლის განმავლობაში, აფხაზეთში ვითარება არცერთი მიმართულებით არ გაუმჯობესებულა. ამას ვამბობ გულისტკივილით და არა ნიშნისმოგებით. ჩვენთვის უმთავრეს ამოცანას აფხაზურ და ქართულ საზოგადოებებს შორის ნდობის აღდგენა, საკუთარ სახლებში დევნილი მოსახლეობის უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება და ერთიან სახელმწიფოში მშვიდობიანი თანაცხოვრება წარმოადგენს. საქართველოს ხელისუფლება და საზოგადოება ვთანხმდებით, რომ კონფლიქტის მოგვარების მშვიდობიან გზას ალტერნატივა არ გააჩნია, ხოლო დიალოგი ამის საუკეთესო ინსტრუმენტია. ჩვენი ამოცანაა დავარწმუნოთ ამაში აფხაზები და სერიოზულად ვიმსჯელოთ შემოთავაზებული დიალოგის წარმოებაზე“, - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ. შეხვედრას საქართველოს პარლამენტის წევრები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის თანამშრომლები ესწრებოდნენ.
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
მედვედევი - დასავლეთმა საქართველო მხოლოდ ჩვენს წინააღმდეგ გეოპოლიტიკური ბრძოლის უხეშ ინსტრუმენტად გამოიყენა
ნიკა გვარამია ირაკლი კობახიძის განცხადებაზე - აი, ეს არის სამშობლოს ღალატი - სამართლებრივადაც
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)