|
2018-09-26 18:35:02, 1800 ნახვა
საზოგადოება
ხმაური პარლამენტთან - სარალიძესა და მაჩალიკაშვილს კარვების გაშლის უფლება ისევ არ მისცეს
პარლამენტის შენობასთან, სადაც ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი მოზარდის მამა ზაზა სარალიძე და პანკისის სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი აქცის მართავენ, კიდევ ერთი დაპირისპირება მოხდა. ადგილზე აქციის მონაწილეები კარვების გაშლას კვლავ ცდილობდნენ, თუმცა სამართალდამცველებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს. აღნიშნულს სარალიძისა და მაჩალიკაშვილის გაღიზიანება მოჰყვა. მათ სამართალდამცველებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ვითარება ამ დროისთვის განმუხტულია. ადგილზე ათობით პოლიციელი იმყოფება. ამასთან, ცოტა ხნის წინ „ქრონიკა+“-ის მთავარმა რედაქტორმა ელისკო კილაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ 20:00 საათზე, სარალიძე და მაჩალიკაშვილის საგანაგებო განცხადებას გააკეთებენ. ცნობისთვის, დღეს ინციდენტი რუსთაველის გამზირზეც მოხდა, სადაც სამართალდამცველებმა სარალიძის მანქანა გააჩერეს და მას კარვები ჩამოართვეს. მიუხედავად არაერთი მოთხოვნისა, პოლიციას არ განუმარტავს, რის საფუძველზე ახდენს კარვების ჩამორთმევას. „ექსპრესნიუსი“ მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურს დაუკავშირდა, თუმცა უწყებაში კომენტარს ამ დრომდე არ აკეთებენ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)