|
2018-09-26 13:28:22, 1642 ნახვა
საზოგადოება
„მთელი ხელისუფლება კობახიძის ჩათვლით, სუბელიანის შნირები არიან“ - შვილმოკლული მამების პროტესტი გრძელდება
საქართველოს პარლამენტის შენობასთან შვილმოკლული მამების პროტესტი 2 კვირაზე მეტია გრძელდება. ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი მოზარდის მამა ზაზა სარალიძე და პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი ხელისუფლების გადადგომას და მათი შვილების მკვლელების დასჯას ითხოვენ. პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის მონაწილეებმა პლაკატები მიიტანეს და საზოგადოებას მოუწოდეს, რომ შვილმოკლულ მამებს გვერდით დაუდგნენ. როგორც ზაზა სარალიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ხელისუფლების წარმომადგენლები პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსნის, მირზა სუბელიანის მიერ მართულები არიან. „მთელი ხელისუფლება კობახიძის ჩათვლით, არიან ვირთხის დღეში. აღარ იციან, რა თქვან ამ საქმესთან დაკავშირებით იმიტომ, რომ ყველანი სუბელიანის შნირები არიან, რომელთაც უნდათ ამ აქციას სისულელე ელფერი შესძინონ. რას ჰქვია „ნაციონალების“ აქცია და რას ჰქვია „ოცნების“ აქცია. მოვითხოვ, „ოცნების“ დეპუტატები და მთავრობის წარმომადგენლები შეიკრიბონ ერთ დღეს, მივალ, რომელ დღესაც უნდათ და პირდაპირ დაველაპარაკები და დავსვამ რამდენიმე კითხვას. ვნახოთ, რა პასუხს გამცემენ. ყველა სუბელიანის მონაა, სუბელიანი ყველას თავის ჭკუაზე ათამაშებს, რომ კალანდია პასუხისგებაში არ მისცენ. სუბელიანის დაკავება იყო შეთანხმება, რომ აუცილებლად უნდა ჩამჯდარიყო, რომ ის მუხტი ჩამქრალიყო ხალხში“,- განაცხადა ზაზა სარალიძემ. ცნობისთვის, გუშინ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ინგა გრიგოლიას გადაცემაში შვილმოკლული მამების პროტესტს „ნაციონალური მოძრაობის“ აქცია უწოდა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)