|
2018-09-25 23:30:34, 2076 ნახვა
პოლიტიკა
სებასტიან კურცმა და მამუკა ბახტაძემ საქართველოს ევროპულ ინტეგრაციასა და ორმხრივი ურთიერთობის პოზიტიურ დინამიკაზე ისაუბრეს
საქართველო-ავსტრიის ძლიერ ორმხრივ ურთიერთობებზე, ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის პროცესსა და საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკაზე ისაუბრეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და ავსტრიის ფედერალურმა კანცლერმა სებასტიან კურცმა გაეროს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიის ფარგლებში დღეს გამართულ შეხვედრაზე. ხაზი გაესვა იმ მნიშვნელოვან პროგრესს, რომელსაც საქართველომ დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობისა და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მიაღწია. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ევროპა ქართველი ხალხის ცივილიზაციური არჩევანია და ამ გზაზე დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერას საქართველოს მთავრობა აფასებს. ყურადღება გამახვილდა ევროკავშირთან სავიზო ლიბერალიზაციის პროცესის წარმატებით მიმდინარეობაზე და ამ ტენდენციის გაგრძელების მნიშვნელობაზე, ასევე - პოზიტიურად შეფასდა საქართველოს მიერ ასოცირების შესახებ და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციის პროცესი. საუბარი შეეხო საქართველოს განათლების სისტემაში დაგეგმილ რეფორმას. მთავრობის მეთაურმა ავსტრიის ფედერალურ კანცლერს საკუთარი ხედვა გააცნო და განსაკუთრებით აღნიშნა ავსტრიის, როგორც პროფესიული განათლების სფეროში ერთ-ერთი მოწინავე ქვეყნის გამოცდილების გაზარების მნიშვნელობა. მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე შექმნილ მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე და მთავრობის სამშვიდობო ინიციატივაზე - "ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ", რომელიც საოკუპაციო ხაზით გაყოფილ მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენას ემსახურება და კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირებისკენ მიმართული კიდევ ერთი ნაბიჯია.
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
მედვედევი - დასავლეთმა საქართველო მხოლოდ ჩვენს წინააღმდეგ გეოპოლიტიკური ბრძოლის უხეშ ინსტრუმენტად გამოიყენა
ნიკა გვარამია ირაკლი კობახიძის განცხადებაზე - აი, ეს არის სამშობლოს ღალატი - სამართლებრივადაც
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)