|
2018-09-25 18:23:30, 2094 ნახვა
საზოგადოება
პრაღაში გურამ ოდიშარიას წიგნის - „დევნილთა უღელტეხილი“ პრეზენტაცია გაიმართა
პრაღაში, გურამ ოდიშარიას წიგნის - „დევნილთა უღელტეხილი“ ჩეხურენოვანი თარგმანის პრეზენტაცია გაიმართა. წიგნი მკითხველს იმ ადამიანების განცდებზე მოუთხრობს, რომლებმაც სიკვდილისგან თავის დასაღწევად, 1993 წელს ჭუბერის უღელტეხილი ურთულეს პირობებში ფეხით გაიარეს. ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად პრაღას წიგნის ავტორი, გურამ ოდიშარია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაია ესტუმრნენ. პრეზენტაციას ჩეხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს თანამშრომლები, ქართული დიასპორის წარმომადგენლები და ჩეხი სტუმრები დაესწრნენ. ასევე ჩეხი ეროვნების მომღერლებისგან შემდგარმა ფოლკლორულმა ჯგუფმა „ჰაერი“ რამდენიმე ქართული ხალხური სიმღერა შეასრულა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)