04:21 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-24 10:03:09, 1167 ნახვა

საზოგადოება
აზეულას ციხესიმაგრე მხატვრულად განათდა

თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, მთაწმინდის რაიონის გამგებელ დავით კირკიტაძესთან ერთად, აზეულას ციხესიმაგრის ტურისტული მარშრუტისთვის განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების პრეზენტაციას დაესწრო.

მთაწმინდის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, ციხესიმაგრე მხატვრულად განათდა, მოწესრიგდა მისკენ მიმავალი გზა, მოეწყო გზის მაჩვენებლები და საინფორმაციო დაფები, გარდა ამისა, მიმდებარე ტერიტორიაზე დამონტაჟდა ლედ სანათები, რეაბილიტაცია ჩაუტარდა იუნკერთა მემორიალს და ციხეზე ასასვლელ ლითონის კიბეს.

თბილისის მერის მოადგილის ირაკლი ბენდელიანის განცხადებით, მსგავსი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, ტურისტების მოზიდვის თვალსაზრისით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

„ამ პროექტის ფარგლებში მთაწმინდის რაიონის გამგეობა აქტიურად თანამშრომლობდა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან და ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან. მინდა მადლობა გადავუხადო ამ უწყებებს თანამშრომლობისთვის. პროექტის ღირებულება დაახლოებით 200 000 ლარია და დღეის მდგომარეობით, მიმდებარე ტერიტორია სრულად არის განახლებული. ვფიქრობ, მნიშვნელოვანი პროექტია, რადგან მსგავსი სახის ინფრასტრუქტურული ღონისძიებები პირდაპირ კავშირშია მეტი ტურისტის მოზიდვასთან. ასეთი პროექტები უფრო საინტერესოს და მიმზიდველს გახდის ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ქალაქს ტურისტებისთვის“, - განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.

აღნიშნულ ტერიტორიაზე განათების ქსელის მოწყობის სამუშაოები მთაწმინდის რაიონის გამგეობამ „თბილსერვის ჯგუფთან“ ერთად შეასრულა. პროექტის განხორციელებაში, ასევე, ჩართული იყო ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო.

პრეზენტაციას, სხვა სტუმრებთან ერთად, ამავე უწყებების ხელმძღვანელები - ნიკოლოზ ანთიძე და გიორგი ჩოგოვაძე, ასევე, მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში - ჯაბა ჯიშკარიანი ესწრებოდნენ.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1430-მდე გაიზარდა
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics