|
2018-09-23 12:49:04, 961 ნახვა
პოლიტიკა
მამუკა ბახტაძე - აშშ-სა და საქართველოს შორის თავისუფლი ვაჭრობის რეჟიმი იქნება ძლიერი წინგადადგმული ნაბიჯი
"ჩვენ გვაქვს პოზიცია, რომ თავისუფლი ვაჭრობის რეჟიმი აშშ-სა და საქართველოს შორის იქნება ძლიერი წინგადადგმული ნაბიჯი და მე ძალიან მოხარული ვარ, რომ ძალიან დადებითი უკუკავშირი მივიღეთ ჩვენი კოლეგებისგან ყველა დონეზე იმ შეხვედრებზე, რომელიც ჩვენ გავმართეთ ვაშინგტონში ამ იდეასთან დაკავშირებით - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს, ტელეკომპანია „იმედის" ეთერში, განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოსა და აშშ-ს ურთიერთობები კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე გადავიდა და სხვადასხვა სფეროებში თანამშრომლობის მზადყოფნა არსებობს. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ეს მზადყოფნა განსაკუთრებით შეეხება ორ მიმართულებას - უსაფრთხოებისა და ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობას. „ჩვენი პოლიტიკური დღისწესრიგი აშშ-სთან არის ძალიან მრავალმხრივი და მრავალგანზომილებიანი. ჩვენ დღეს ვართ ურთიერთობის იმ ეტაპზე, როდესაც ჩვენ ორივე მხარე ვაფიქსირებთ მზადყოფნას იმისთვის, რომ გადავიყვანოთ ჩვენი ურთიერთობები თვისობრივად მაღალ საფეხურზე. ეს განსაკუთრებით შეეხება ორ მიმართულებას - ეს არის ჩვენი ურთიერთობა უსაფრთხოების ნაწილში და და ამავე დროს ეკონომიკური თანამშრომლობა", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. პრემიერ-მინისტრის თქმით, აშშ ინტენსიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს მსხვილ ეკონომიკურ პლატფორმებთან ახალი თავისუფალი სავაჭრო რეჟიმების შესახებ, შესაბამისად, არის მოლოდინი, რომ ამ მოლაპარაკებების დასრულების პარალელურად საქართველოსთან გაიხსნას კონკრეტულ დიალოგი შესაბამისი უწყებების დონეზე.
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
მედვედევი - დასავლეთმა საქართველო მხოლოდ ჩვენს წინააღმდეგ გეოპოლიტიკური ბრძოლის უხეშ ინსტრუმენტად გამოიყენა
ნიკა გვარამია ირაკლი კობახიძის განცხადებაზე - აი, ეს არის სამშობლოს ღალატი - სამართლებრივადაც
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)