|
2018-09-21 12:46:02, 1607 ნახვა
საზოგადოება
კახეთში, რიგით მეორე ფესტივალი „Jazz and Wine Kakheti“ გაიმართება
21-23 სექტემბერს, კახეთში, სასტუმროში „Lopota Lake Resort & Spa", რიგით მეორე ფესტივალი - „Jazz and Wine Kakheti" გაიმართება. ფესტივალში, ტრადიციულად მსოფლიოში ცნობილი მუსიკოსები მონაწილეობენ. წლევანდელი „Jazz & Wine Kakheti"-ს ჰედლაინერია ცნობილი ამერიკელი ვოკალისტი ჯუდით ჰილი. ფესტივალში, ასევე მონაწილეობენ დუეინ დოფსი, Aglio Olio & Swing, Yessa, Bahama Soul Club და სხვა. „Jazz and Wine Kakheti"-ს ფარგლებში, კონცერტების გარდა, დაგეგმილია ღვინის თემატიკასთან დაკავშირებული არაერთი ღონისძიება - ქართული ღვინის კომპანიები მოაწყობენ ღვინის დეგუსტაციებს და ჯაზური მუსიკის ფონზე, სტუმრებს საშუალებას მისცემენ დააგემოვნონ სხვადასხვა სახის ღვინო; სამი დღის განმავლობაში, ფესტივალის სტუმრებს, საშუალება ექნებათ, მსოფლიოში ცნობილ მუსიკოსებთან ერთად, მონაწილეობა მიიღონ რთველში, ამოავლონ ჩურჩხელა და დაწურონ ღვინო.
(R)
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)