03:18 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-20 18:40:07, 2386 ნახვა

საზოგადოება
იმპორტიორი, რომელიც თავის დაწვით იმუქრებოდა, პოლიციას მადლობას უხდის

ლილოში მიმდინარე აქციის ერთ-ერთი მონაწილე გაფორმების ეკონომიკური ზონის ტერიტორიაზე თავის დაწვით იმუქრებოდა.

აღნიშნული პირი პოლიციელებმა და მაშველებმა ერთ-ერთი შენობის სახურავიდან, რამდენიმესაათიანი მოლაპარაკებების შედეგად, სახანძრო კიბის დახმარებით უვნებლად ჩამოიყვანეს.

ჯანო ამყოლაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას სამართალდამცველებს მადლობა გადაუხადა. რაც შეეხება აქციის მიზეზს - ავტოსატრანსპორტო საშუალებით ხორბლის გადაზიდვის აკრძალვას, რეგულაცია 2019 წლის პირველ ოქტომბრამდე გადავადდა.

„მე რომ დღეს ცოცხალი ვარ, რომ ვერ მივაღწიე იმ ზომას, თავი მომეკლა, სახალხოდ ვიტყვი, რამდენი წელიც უნდა  ვიცოცხლო, ეს მთლიანად სამართალდამცველების დამსახურებაა. ეს იმ პოლიციელების დამსახურებაა, რომლებიც 4 დღის განმავლობაში გვერდიდან არ მოგვშორებიან.  პოლიციელებს ვუხდი მადლობას, რომ ვარ ცოცხალი“, - განაცხადა ჯანო ამყოლაძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1430-მდე გაიზარდა
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics