03:18 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-20 13:55:26, 1487 ნახვა

საზოგადოება
„უნდა დაგვიჭირონ მხარი, რადგან ჩვენც მართლმადიდებლები ვართ“ - კიევის პატრიარქი ქართული ეკლესიისგან მხარდაჭერას ელოდება

კიევის პატრიარქის ფილარეტის განცხადებით, ქართულმა ეკლესიამ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას მხარი უნდა დაუჭიროს.

როგორც პატრიარქმა აღნიშნა, რუსეთის თავდასხმისგან საქართველოც და უკრაინაც დაზარალდნენ.

„მათ უნდა დაგვიჭირონ მხარი, რადგან ჩვენც მართლმადიდებლები ვართ და ქართველებიც. ვერ ვხედავ მიზეზს, რატომ არ უნდა ვიყოთ ერთად. რუსეთი თავს დაესხა საქართველოსაც და უკრაინასაც. ჩვენ თანაბრად დავზარალდით და ერთად უნდა ვილოცოთ. ჩვენ გვჯერა, რომ საქართველოს ეკლესია ჩვენ ამ ლოცვაში შემოგვიერთდება”, -განაცხადა პატრიარქმა ფილარეტმა "რუსთავი 2"-ის ეთერში.  

ცნობისთვის, საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას ოფიციალური პოზიცია, უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის მხარდაჭერაზე ჯერ არ გამოუცხადებია და ამ საკითხთან დაკავშირებით არც სინოდის სხდომა მოუწვევია.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1430-მდე გაიზარდა
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics