|
2018-09-20 12:51:32, 1274 ნახვა
საზოგადოება
ხორბლის იმპორტიორი თავის დაწვით იმუქრება - აქციაზე ვითარება დაძაბულია
ლილოში, გაფორმების ეკონომიკურ ზონასთან აქციის ერთ-ერთი მონაწილე თავის დაწვით იმუქრება. მამაკაცი შენობის სახურავზე ავიდა, მიიყენა თვითდაზიანებები და ბენზინი გადაისხა. ის ფინანსთა მინისტრის ივანე მაჭავარიანის ადგილზე მისვლას, მასთან შეხვედრას და იმ ბრძანების გაუქმებას ითხოვს, რომლის თანახმადაც ქვეყანაში ხორბლის გადატანა ავტოსატრანსპორტო საშუალებებით უნდა აიკრძალოს. ის აცხადებს, რომ ხორბლის სახმელეთო გზით გადაზიდვის იანვრამდე გადავადება არასაკმარისია და ამ ვადაში საბანკო ვალდებულებების შესრულებას ვერ შეძლებს. მიმდებარე ტერიტორიაზე სასწრაფო დახმარება, სახანძრო სამსახური და სამართალდამცველები არიან მობილიზებული. ცნობისთვის, იმპორტიორები უკვე მე-4 დღეა ფინანსთა მინისტრის განკარგულებას აპროტესტებენ, რომლის თანახმად, 1 ოქტომბრიდან საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ხორბლის შემოტანა აიკრძალება და საქონლის შემოტანა/გატანა მხოლოდ სარკინიგზო და საზღვაო ტრანსპორტით იქნება შესაძლებელი. აღსანიშნავია, რომ იმპორტიორები ივანე მაჭავარიანს გუშინ სამინისტროში შეხვდნენ. შეხვედრისას მინისტრმა მათ აღნიშნული განკარგულების 3 თვით გადავადება შესთავაზა, თუმცა იმპორტიორებმა ხსენებულ შეთავაზებაზე უარი განაცხადეს და აღნიშნეს, რომ განკარგულება უნდა გაუქმდეს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)