02:00 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-19 16:59:05, 2050 ნახვა

საზოგადოება
შემაკავებელი ორდერის დარღვევა სისხლის სამართლის დანაშაული გახდება

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, შემაკავებელი ორდერის დარღვევა სისხლის სამართლის დანაშაული გახდება.

მეზვრიშვილის ინფორმაციით, ”ოჯახში ძალადობის შესახებ” კანონპროექტში ცვლილებები შედის. მისივე განმარტებით, შემაკავებელი ორდერის დარღვევა ადმინისტრაციულის ნაცვლად, სისხლის სამართლის დანაშაული იქნება.

„შემაკავებელი ორდერის პირობების დარღვევა აღარ იქნება ადმინისტრაციული სამართალდარღვევა. ეს იქნება პირველივე ჯერზე სისხლის სამართლის დანაშაული. გავამკაცრეთ სასჯელი ოჯახში ძალადობის ჩადენაზე და შემოვიღეთ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა შედარებით მკაცრი განმეორებით ოჯახური დანაშაულის ჩადენისთვის“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1430-მდე გაიზარდა
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics