|
2018-09-19 16:49:55, 1970 ნახვა
საზოგადოება
არაუმეტეს 40-საათიანი სამუშაო კვირის მოთხოვნით, კანცელარიასთან დღეს აქცია გაიმართება
არაუმეტეს 40-საათიანი სამუშაო კვირის მოთხოვნით დღეს, მთარვობის კანცელარიასთან აქცია გაიმართება. აქციის ორგანიზატორი “სოლიდარობის ქსელია”. როგორც აქციის აღწერაში ვკითხულობთ, საუკუნეზე დიდი ხანია დადგენილია, რომ 40 საათი საკმარისი სამუშაო დროა საკუთარი თავისა და ოჯახის გადარჩენისთვის, ხოლო იშვიათი საჭიროებების შემთხვევაში ზეგანაკვეთური შრომა აუცილებელი სამუშაოა, რომელიც ყოველ ჯერზე დასაქმებულთან შეთანხმებით უნდა შესრულდეს. "საქართველომაც შრომის კოდექსში ჩადო ამის შესახებ მუხლი, თუმცა, გამოტოვა უმეტესი ბიზნესი, რომლებსაც შეუძლიათ კანონიერი ხრიკი გამოიყენონ, სახელად - ‘სპეციფიური კატეგორია’ (48 საათიანი სამუშაო კვირა, როგორც ნორმა) რაც ნიშნავს იმას, რომ თქვენ ყოველ კვირა 8 ნამუშევარი საათისთვის განკუთვნილ ხელფასს გაკლებენ. ამას ჩვენ მოპარულ ხელფასს ვუწოდებთ. ამასთან ერთად, შრომის კოდექსი არ განსაზღვრავს ზეგანაკვეთური საათების ანაზღაურების ტარიფს, შედეგად კომპანიების უმრავლესობა 10 თეთრით ზრდის საათობრივი ანაზღაურების ტარიფს. გამოდის, რომ ზეგანაკვეთური საათებისთვის გაზრდილი ტარიფი პრაქტიკულად არ არსებობს. ჩვენ ვითხოვთ 40 საათიან სამუშაო კვირას ყველასთვის!", - ნათქვამია აქციის აღწერაში.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)