|
2018-09-19 15:19:54, 1472 ნახვა
საზოგადოება
სალაძე კანაფის შესახებ შსს-ს კანონპროექტზე: არსებული რეალობა რეგულაციების შემოღებას მოითხოვს
პარლამენტში მარიხუანას მოხმარების რეგულირების შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომზადებული კანონპროექტის საკომიტეტო განხილვა მიმდინარეობს. როგორც საქართველოს ახალგაზრდა იურისთა ასოციაციის თავჯდომარემ, სულხან სალაძემ განაცხადა, "წარმოდგენილი ფორმით კანონპროექტი ვერც ერთ შემთხვევაში ვერ გააუარესებს გამკაცრების ზომებს. "საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ დღეს უფრო ცუდი მოცემულობაა - პრაქტიკულად, რეგულაციების მიღმაა საკითხი დარჩენილი. ამიტომ, ამ კანონპროექტის კანონად ქცევა არის აუცილებლობა და ამას ვერავინ ვერსად გავექცევით. ერთი, რაც მინდა აღვნიშნო - ის რეალობა, რომელშიც ახლა ჩვენ გვიწევს ყოფნა და მუშაობა, აუცილებლად მოითხოვს რეგულაციების შემოტანას. იმედს ვიტოვებ, რომ ეს რეგულაციები აუცილებლად იქნება მიღებული და პარლამენტი შეასრულებს იმ ვალდებულებას, რომელიც მას აკისრია. რეალურად, აუცილებელია, რომ ეს საკითხი არ დარჩეს რეგულაციების გარეშე. მესმის წუხილი, რაც აქ გამოითქვა, თუმცა, ერთი რამ ნამდვილად მინდა განვაცხადო, რომ ან კანონპროექტის კანონად ქცევა ნამდვილად ვერ გააუარესებს მდგომარეობას და იმ შიშებს, რომლებიც აქ სასულიერო პირებმა წარმოთქვეს. პირიქით, სწორედ ამ ნაწილის პრევენციას ემსახურება - მათ შორის, ასაკთან დაკავშირებით, გარკვეული პროფესიების მიხედვით და შეზღუდვების ნაწილში შემოტანილი სხვა საკითხებით. სხვა თემაა ამ პროექტში რა ნაწილს ვეთანხმები და რას არა. მაგრამ ერთი რამ ცალსახად შეიძლება ვთქვათ, რომ ამ კანონპროექტის კანონად ქცევა დღეს არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და იმედს ვიტოვებ, რომ პარლამენტი დროულად შეძლებს მის მიღებას“,- განაცხადა სალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)