02:12 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-19 14:37:23, 1652 ნახვა

საზოგადოება
ისნის რაიონში, დურმიშიძის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია განხორციელდა

ისნის რაიონის გამგეობამ მეტრომშენის დასახლებაში, დურმიშიძის ქუჩაზე მასშტაბური საგზაო პროექტი განახორციელა. რეაბილიტაცია 4 700 მ2 ფართობზე ჩატარდა.  

პროექტის ფარგლებში, აღნიშნულ მისამართზე ახალი  ბორდიური და ტროტუარი მოეწყო და ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგო. პროექტი გამგეობის ბიუჯეტიდან 300 500 ლარით დაფინანსდა.

პროექტის ბოლო ეტაპის სამუშაოებს ისნის რაიონის გამგებელი კახა ლაბუჩიძე გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. 

„წელს ისნის რაიონში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროექტი დურმიშიძის ქუჩაზე განვახორციელეთ. დაახლოებით, 45 წელია აქ სამუშაოები არ ჩატარებულა და გზა საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში იყო. დაახლოებით, 5 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის ახალი საფარი დაიგო და დღეს მოსახლეობას საცხოვრებლად სულ სხვა გარემო აქვს. საგზაო სამუშაოების გარდა, ქუჩის დამისამართება მოხდა, რაც ასევე, მნიშვნელოვანია მოსახლეობისთვის“, - განაცხადა კახა ლაბუჩიძემ.  

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1430-მდე გაიზარდა
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics