|
2018-09-19 13:06:12, 1086 ნახვა
საზოგადოება
სატვირთო მანქანების მძღოლების მიერ ფინანსთა მინისტრისთვის მიცემული ვადა დღეს იწურება - იმპორტიორები მასშტაბური აქციებით იმუქრებიან
ლილოში მდებარე გაფორმების ეკონომიკურ ზონასთან ხორბლის იმპორტიორთა პროტესტი გრძელდება. ასობით იმპორტიორი ფინანსთა მინისტრის ივანე მაჭავარიანის ბრძანებას აპროტესტებს და მის გაუქმებას მოითხოვს. საუბარია მინისტრის ბრძანებაზე, რომლის თანახმად 1 ოქტომბრიდან საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ხორბლის შემოტანა აიკრძალება და საქონლის შემოტანა/გატანა მხოლოდ სარკინიგზო და საზღვაო ტრანსპორტით იქნება შესაძლებელი. აღსანიშნავია, რომ იმპორტიორების მიერ მიცემული ბოლო ვადა ბრძანების გასაუქმებლად დღის ბოლომდე იწურება. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, თუ ბრძანება არ გაუქმდება, ისინი ფართომასშტაბიან აქციებს და ავტომაგისტრალების გადაკეტვას დაიწყებენ. მანამდე განცხადება ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა გაავრცელა. შემოსავლების სამსახურში აცხადებენ, რომ გეზ-ში ამ დრომდე სამუშაო პროცესი შეწყვეტილია. „ამ დროისთვის გეზ-ში შეწყვეტილია გაფორმების პროცედურების წარმოება სრულად, მათ შორის, იმ იმპორტირებისთვისაც, ვისაც მალფუჭადი პროდუქტი (კვების პროდუქტი, მედიკამენტები, პირველადი მოხმარების საქონელი) შემოაქვს ქვეყანაში და საჭიროებს პროცედურების დადგენილ ვადებში გავლას. აქვე გაცნობებთ, რომ გეზი საქმიანობას 24/7 რეჟიმით ახორციელებს. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური კვლავაც მზად არის კონსტრუქციული დიალოგისთვის და მოუწოდებს ხორბლის იმპორტიორებს შექმნან საინიციატივო ჯგუფი მოლაპარაკების საწარმოებლად“, – აცხადებენ შემოსავლების სამსახურში.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)