|
2018-09-19 12:24:44, 799 ნახვა
საზოგადოება
ლევან დავითაშვილი საქართველოს კლიმატის ცვლილებების კონფერენციას დაესწრო
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა საქართველოს კლიმატის ცვლილებების კონფერენცია მისასალმებელი სიტყვით გახსნა. კონფერენცია, ღია დიალოგის ფორმატში, კლიმატის ცვლილების ეროვნული პოლიტიკის შემუშავების შესახებ „ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის“ (NDC) პროცესის გაცნობას ისახავს მიზნად. როგორც დავითაშვილმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, კლიმატის საკითხთან დაკავშირებით ღია დიალოგის ფორმატში მსჯელობა კლიმატის ცვლილების ეფექტიანი სამოქმედო გეგმის შემუშავებას უზრუნველყოფს. მინისტრმა ორგანიზატორებს, გერმანიის მთავრობას და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებას (GIZ) და კონფერენციის მონაწილეებს ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა. „საქართველომ 2015 წელს ეროვნულ დონეზე დააფიქსირა საკითხისადმი დამოკიდებულება, როდესაც „პარიზის შეთანხმება კლიმატის ცვლილებების შესახებ“ ხელმომწერი გახდა. საქართველო აქტიურად მონაწილეობს იმ პოლიტიკის შექმნაში, რომელიც, ერთი მხრივ, კლიმატის ცვლილების შემცირებას და, მეორე მხრივ, კლიმატის ცვლილების ადაპტაციის გეგმის შემუშავებას უკავშირდება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ეკონომიკური განვითარებისას ემისიები მაქსიმალურად იყოს შემცირებული და ასევე, გვქონდეს კლიმატის ცვლილების ადაპტაციის ეროვნული პოლიტიკა. მნიშვნელოვანია ყველა ინსტიტუციის კოორდინირებული მუშაობა. ევროკავშირის ინიციატივა „მერების შეთანხმება“ ფარგლებში, საქართველოს 23 მუნიციპალიტეტი 2020 წლისათვის ემისიების 20%-ით შემცირების ვალდებულებას იღებს“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოს ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების განყოფილების ხელმძღვანელის, დანიელ ჰაასის განცხადებით, საქართველო კლიმატის ცვლილების შესახებ გაეროს ჩარჩო კონვენციის ხელმომწერია, რაც ქვეყანას აღნიშნული მიმართულებით რიგ ვალდებულებებს აკისრებს. „საკითხი მეტად კომპლექსურია. დღევანდელი ღონისძიება კი, ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან კლიმატის ცვლილების პოლიტიკის შემუშავებისთვის საჭირო ყველა ორგანიზაცია და დაინტერესებული მხარეა წარმოდგენილი. მე მოხარული ვარ, რომ აღნიშნულ აქტივობაში გერმანიის მთავრობას თავისი წვლილი შეაქვს“, - განაცხადა დანიელ ჰაასმა. ღონისძიებას სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)