00:55 - 28 Jun, 2026
|
2018-09-17 20:09:35, 1832 ნახვა
საზოგადოება
„სწავლა მოკლული ბავშვების გარეშე დაიწყო“ - პარლამენტიდან 51-ე სკოლის მიმართულებით მსვლელობა გაიმართა
პარლამენტის შენობიდან 51-ე საჯარო სკოლის მიმართულებით, აქცია-მსვლელობა „სწავლა დღეს დავით სარალიძის გარეშე დაიწყო“ გაიმართა. მსვლელობაში 30-მდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. მათ სკოლასთან ყვავილები მიიტანეს და დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის ხსოვნის პატივსაცემად, სანთლები დაანთეს. აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი მოკლული მოზარდის მამას, ზაზა სარალიძეს მსვლელობაში მონაწილეობა არ მიუღია. ის ამ დრომდე პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე რჩება. „ჩემი მოთხოვნები უცვლელია. აქ დარჩენას ვაპირებ იქამდე, სანამ ეს მკვლელი ხელისუფლება არ გადადგება. მსვლელობას არ ვუერთდები, რადგან მიმაჩნია, რომ სკოლაში აღარაფერი მესაქმება“, - განაცხადა ზაზა სარალიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)