|
2018-09-17 10:14:45, 1694 ნახვა
საზოგადოება
სკოლებში ახალი სასწავლო წელი, ბაგა-ბაღებში კი, სააღმზრდელო პროცესი დაიწყო
სკოლებში ახალი სასწავლო წელი, ბაგა-ბაღებში კი, სააღმზრდელო პროცესი დაიწყო. განათლების, სპორტის, კულტურისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით საჯარო სკოლების პირველ კლასში 50 232, ხოლო კერძოში 5 892 მოსწავლე დარეგისტრირდა. სასწავლო წლის დაწყება საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მოსწავლეებს 51-ე სკოლიდან მიულოცა. "გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას. მინდა, რომ ბევრი სიკეთის იმედი და ძალიან დიდი სიყვარული გამოვხატო. მინდა პირველკლასელებს მივულოცო და ვუთხრა, რომ ძალიან საინტერესო პერიოდი იწყება თქვენს ცხოვრებაში. ახალი კლასელები უნდა გაიცნოთ, მასწავლებლები, მეგობრები შეიძინოთ, რომლებიც მთელი ცხოვრება თქვენი ნაწილი იქნებიან. მშობლებს მინდა მოგილოცოთ და გისურვოთ, რომ ბედნიერად და ხალისით განვლოს ამ ერთმა წელმა. ისინი, ვინც ამთავრებენ წელს სკოლას, თქვენთან ერთად მინდა ვიყო და გითხრათ იმ ტკივილზე, რომელიც თქვენ განიცადეთ. ასეთმა ტკივილმა და ამ ტრაგედიამ ალბათ, ყველა უფრო კეთილი უნდა გაგვხადოს და გაგვზარდოს, რადგან ტკივილი და ტრაგედია გამოცდილებაა ადამიანისთვის და თუ ჩვენ შევძლებთ, რომ ეს ტკივილი გადავიტანოთ ერთმანეთის მიმართ სიყვარულში, ერთმანეთის მიმართ უფრო მეტ თანადგომაში, ვფიქრობ, უკეთეს მომავალს მივცემთ ჩვენს შვილებს. ძალიან მიყვარხართ და თქვენთან ერთად ვარ დღეს თქვენს სირთულეშიც და თქვენს სიხარულშიც. მინდა, პატარების საქართველო დავლოცო, მომავალი, რომელიც კიდევ უფრო ბედნიერი იქნება. პედაგოგებს კი, დიდ გამძლეობას და სიმტკიცეს ვუსურვებ და სიყვარულით აი მთელი პრობლემების დაძლევას", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა. განათლების მინისტრმა მოსწავლეებს სწავლის დაწყება 150-ე საჯარო სკოლიდან მიულოცა: „პირველ რიგში მივულოცავ ყველა მოსწავლეს, მშობელს, მასწავლებელს, სტუდენტს. მართლაც მნიშვნელოვანი დღეა ახალი სასწავლო წლის დაწყება და მინდა ყველას წარმატებები ვუსურვო. წელს მართლაც მნიშვნელოვანი წელი იქნება, რომელიც გულისხმობს რეფორმების მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმას. დღეს ვიმყოფებით 150-ე სკოლაში, სადაც უახლოეს დღეებში დაიწყება საგაკვეთილო პროცესი ახალი მიდგომით, რომელიც რეფორმაშია ნაგულისხმები. ვფიქრობ, ეს იქნება წარმატებული ნიმუში და ამ მოდელის გავრცელება დაიწყება სხვა სკოლებში“, - აღნიშნა მიხეილ ბატიაშვილმა. ცნობისთვის, სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 2018-2019 სასწავლო წლის დაწყება 1 კვირით გადაიდო 5 კერძო და 4 საჯარო სკოლაში.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)