|
2018-09-15 11:18:37, 1319 ნახვა
საზოგადოება
უზნაძის N4-ში ახალი სკვერი გაიხსნა
ჩუღურეთის რაიონში, უზნაძის ქუჩა N4-ში ახალი სკვერი გაიხსნა. პროექტის ფარგლებში, 400 მ2 ტერიტორიაზე საბავშვო მოედანი, სასმელის წყლის შადრევანი და საჩრდილობელი მოეწყო. დამონტაჟდა განათებები, განთავსდა სანაგვე ურნები და საპარკე სკამები. სავალი ბილიკები მოპირკეთდა დეკორატიული ფილებით, სკვერის გარშემო კი, ლითონის ღობე მოეწყო. სკვერი ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა ზურაბ ჩიკვილაძემ და საკრებულოში რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა რიმა ბერაძემ გახსნეს. „ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც თბილისში მსგავსი გარემო იქმნება. უზნაძის N4-ში, სადაც 200-მდე ოჯახი ცხოვრობს, ახალი პროექტით, სკვერის მშენებლობა განვახორციელეთ. ყოვლად გამოუყენებელ, თითქმის ნაგავსაყრელად ქცეულ ადგილზე, მოსახლეობასთან ერთად, სკვერის გახსნას ვზეიმობთ“, - განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ. ახალგახსნილ სკვერში ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა და მაჟორიტარმა დეპუტატმა, ადგილობრივებთან ერთად, გამწვანების აქციაში მიიღეს მონაწილეობა. ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით, ინფრასტრუქტურული სამუშაოები კომპანია Our Group-მა შეასრულა. პროექტის ღირებულება 67958 ლარს შეადგენს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)