|
2018-09-12 13:18:20, 659 ნახვა
საზოგადოება
ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში ამრიდონ ჩეგიანის 80 წლის იუბილისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში, ცნობილი პოეტის ამრიდონ ჩეგიანის 80 წლის იუბილისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა. საღამოზე მოეწყო პოეტის ლექსების ახალი კრებულის „რჩეულის“ პრეზენტაცია. შემოქმედებითი კუთხით წლების მანძილზე გაწეული საქმიანობისა და ღვაწლისთვის, საქართველოს მწერალთა შემოქმედებითმა კავშირმა ამრიდონ ჩეგიანს აკაკი წერეთლის სახელობის პრემია მიანიჭა. ასევე აფხაზეთის კონფლიქტში დაღუპულთა ოჯახების შერიგებისა და თანადგომის ჰუმანიტარული მომსახურების კავშირმა „დიოსკურია 2005“-მა ცნობილი პოეტი და საზოგადო მოღვაწე ამრიდონ ჩეგიანი კავშირ „დიოსკურია 2005“-ის საპატიო პრეზიდენტად აირჩია და „მშვიდობის ოქროს ვარსკვლავისა და დროშის“ სამკერდე ნიშნებით დააჯილდოვა. საღამოზე აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურმა ანსამბლმა ქართულ-აფხაზური სიმღერები შეასრულა. ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარე მაყვალა გონაშვილი, მწერლები, საზოგადო მოღვაწეები, პოეტის მეგობრები და ახლობლები ესწრებოდნენ. ამრიდონ ჩეგიანი 1938 წლის 10 სექტემბერს მესტიის რაიონის სოფელ ხალდეში დაიბადა. 1957 წელს დაამთავრა გუდაუთის რაიონის სოფელ ოთხარის საშუალო სკოლა. სწავლობდა სოხუმის პედაგოგიური ინსტიტუტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე. 1978 წელს პოეტის პირველი წიგნი - „სიმართლე“ გამოიცა. მომდევნო წლებში გამოიცა მისი სხვა კრებულებიც. 2015 წელს ამრიდონ ჩეგიანმა კრებული სახელწოდებით „რუსეთ-საქართველოს ომი აფხაზეთში“ გამოსცა.
(NS)
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1430-მდე გაიზარდა
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
მზადება ახალი თავგადასავლისთვის - თიბისის მობაილბანკში მასშტაბური მარათონი ბრუნდება
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)