21:18 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-11 14:07:27, 739 ნახვა

საზოგადოება
„შექმნილი ვითარება ქვეყანაში არაჯანსაღი მედიაგარემოს ნიშნებზე მიუთითებს“ - ქარტია „იბერიასთან” დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ტელეკომპანია "იბერიას" ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს, ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ეხმაურება.

ქარტია მნიშვნელოვანად მიიჩნევს, გავრცელებული აუდიო ჩანაწერების შესწავლის მიზნით დაიწყოს გამოძიება, რათა დადგინდეს, აქვს თუ არა კავშირი ხელისუფლებას ამ საუბრების შინაარსთან და მასში მონაწილე პირებთან. 

„რათა დადგინდეს, აქვს თუ არა კავშირი ხელისუფლებას ამ საუბრების შინაარსთან და მასში მონაწილე პირებთან. სახელმწიფო უწყებებმა ტელეკომპანიასთან და მის მთავარ დამფინანსებელთან დაკავშირებით მოლაპარაკებები და სხვა ქმედებები წარმართონ გამჭვირვალედ და საზოგადოებას მიაწოდონ სრული ინფორმაცია. შექმნილი ვითარება ქვეყანაში არაჯანსაღი მედიაგარემოს ნიშნებზე მიუთითებს, რაც პირველ რიგში აზიანებს საზოგადოების ინტერესს, განსაკუთრებით კი წინასაარჩევნო პერიოდში, როდესაც მოქალაქეები მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების პროცესში იმყოფებიან. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს დამფუძნებლებს და მთავრობას, მათ შორის წარმოქმნილ გაუგებრობაში არ მოხდეს ჟურნალისტთა გამოყენება და იბერიის თანამშრომლების უფლებების შელახვა", - ნათქვამია განცხადებაში. 

„შექმნილი ვითარება ქვეყანაში არაჯანსაღი მედიაგარემოს ნიშნებზე მიუთითებს“ - ქარტია „იბერიასთან” დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

შეგახსენებთ, სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-მა აუდიოჩანაწერი გაავრცელა, სადაც მათი სანდო წყაროს მტკიცებით, ერთმანეთს სპორტის ყოფილი მინისტრი და „ომეგა ჯგუფის” დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი ესაუბრებიან. ტელეკომპანიის ცნობით, ჩანაწერში ლევან ყიფიანი ადასტურებს, რომ "ომეგა ჯგუფის" პრობლემებს სწორედ მამაცაშვილი აგვარებდა, სანაცვლოდ კი ორ მილიონს ითხოვდა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
მზადება ახალი თავგადასავლისთვის - თიბისის მობაილბანკში მასშტაბური მარათონი ბრუნდება
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ერთ თვეში მეორე დარტყმა განახორციელა ნავთობის სატუმბი სადგურზე, რომელიც მოსკოვს საწვავს ამარაგებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics