|
2018-09-06 15:10:53, 857 ნახვა
საზოგადოება
მაია ლაგვილავა მედიკამეტების პროგრამის მიმდინარეობას გაეცნო
ქრონიკული დაავადების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამის გაფართოვებიდან 3 დღის ვადაში, მედიკამენტებზე მინიმუმ 50%-იანი ფასდაკლებით 79-მა პენსიონერმა და 7-მა შშმ პირმა ისარგებლა. პროგრამის გაფართოვების შემდეგ სოციალურად დაუცველი მოქალაქეების გარდა, პროგრამით ასაკით პენსიოერები და შეზღუდული შესაძლებლობის პირებიც სარგებლობენ. ყველაზე გავრცელებული ქრონკული დაავადებების სამკურნალო 23 მედიკამენტებს სოციალურად დაუცველი მოქალაქეები 1 ლარად, პენსიონერები და შშმ პირები კი საბაზრო ღირებულების მინიმუმ 50%-იანი ფასდაკლებით მიიღებენ. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე მაია ლაგვილავა მედიკამენტების გაცემის პროცესს პირადად დაესწრო და პენსიონერებსაც გაესაუბრა. პროგრამის ფარგლებში ფასდაკლება შეეხება გულ-სისხლძარღვთა სისტემის, დიაბეტის ტიპი 2-ის (არაინსულინდამოკიდებული, ფარისებრი ჯირკვლის და ფილტვის ქრონიკული დაავადებების სამკურნალო პრეპარატებს. მედიკამენტების ფასდაკლებით შესაძენად ბენეფიციარმა უნდა მიმართოს ოჯახის/სოფლის ექიმს ან ექიმ სპეციალისტს ფორმა N100-სა და რეცეპტის მისაღებად, შემდეგ სოციალური მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ ფილიალში აღნიშნული დოკუმენტაციისა და პირადობის მოწმობის წარდგენით გაიაროს რეგისტრაცია პროგრამაში.ბენეფიციარს შესაძლებლობა აქვს ერთჯერადად შეიძინოს მედიკამენტის მაქსიმუმ სამი თვის სამყოფი ოდენობა. ამ ეტაპზე მედიკამენტების შეძენა შესაძლებელია მხოლოდ სააფთიაქო ქსელ PSP-ს შესაბამის ფილიალში, თუმცა უახლოეს მომავალში პროგრამაში ჩაერთვება სხვა სააფთიაქო ქსელებისა და აფთიაქების უმეტესობა, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის მოსახლეობისათვის ამ მედიკამენტებზე გეოგრაფიულ ხელმისაწვდომობას. ყველა პრეპარატი არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ პრეკვალიფიცირებული. პროგრამის გაფართოება უახლოეს მომავალში კვლავ იგეგმება.
(NS)
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ერთ თვეში მეორე დარტყმა განახორციელა ნავთობის სატუმბი სადგურზე, რომელიც მოსკოვს საწვავს ამარაგებდა
ალიანსი: რეჟიმმა უნდა იცოდეს, რომ ელენეს ჯანმრთელობის დაზიანებისთვის მოუწევთ პასუხისგება
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)