15:13 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-29 11:38:18, 776 ნახვა

საზოგადოება
უკრაინასა და საქართველოს შორის მიმოსვლა ID ბარათებით იქნება შესაძლებელი

„ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და ჩვენს მეგობარ ქვეყანა უკრაინასთან ორმხრივი ურთიერთობის საფუძველზე, შევძლებთ და პირადობის ელექტრონული მოწმობების მფლობელ მოქალაქეებს უფლება ექნებათ ორივე ქვეყნის მხრიდან იმოგზაურონ, როგორც საქართველოში, ასევე უკრაინაში“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ დღეს გამართულ ბრიფინგის დროს განაცხადა.

როგორც ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე აღნიშნა, მსგავსი მიდგომის გამოყენება იგეგმება სხვა ქვეყნებთან მიმართებაშიც.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია ტურიზმში მოვიძიოთ ახალი პოტენციალი და მოვახდინოთ საქართველოს გეოგრაფიული უპირატესობის უფრო სრულფასოვანი რეალიზაცია, შესაბამისად, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და ჩვენს მეგობარ ქვეყანა უკრაინასთან ორმხრივი ურთიერთობის საფუძველზე, ჩვენ შევძლებთ და პირადობის ელექტრონული მოწმობების მფლობელ მოქალაქეებს უფლება ექნებათ ორივე ქვეყნის მხრიდან იმოგზაურონ, როგორც საქართველოში, ასევე უკრაინაში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იმისთვის, რომ ჩვენ ორმხრივი ურთიერთობა კიდევ უფრო გავაძლიეროთ და განვამტკიცოთ, ამავე დროს ეს დაეხმარება ტურიზმის განვითარებას, ასევე ზოგადად ეკონიმიკური თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას, ამასთან ერთად, ჩვენ ვიხილავთ ანალოგიური მიდგომის გამოყენებას სხვა ქვეყნებთან მიმართებაშიც და უახლოეს მომავალში გაცნობებთ ამ საკითხთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას“, - განაცხადა პრემიერმა 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
ყირიმში მასშტაბური ტყის ხანძარი გაჩნდა
სიკორსკიმ გააკრიტიკა პოლონეთის რეაქცია „თეთრი არწივის ორდენის“ სკანდალზე
გახარია - ქვეყანაში ოპოზიციაში ყოფნა დღეს ფიზიკური უსაფრთხოების რისკს უკავშირდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics