15:13 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-28 13:37:08, 1025 ნახვა

საზოგადოება
პრემიერი მოსახლეობას მარიამობას ულოცავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე მთელს საქართველოს მარიამობას ულოცავს.

მთავრობის მეთაური სიონის საკათედრო ტაძარში დღეს საზეიმო წირვას დაესწრო, რომელიც ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ აღავლინა.

პრემიერმა წირვის დასრულების შემდეგ, პატრიარქის თხოვნით, ტაძარში შეკრებილ მოსახლეობას მიმართა და მარიამობის დღესასწაული მიულოცა.

„ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს. თითოეული ქართველისთვის ეს განსაკუთრებული დღეა - დღეს ჩვენი მრავალეთნიკური ერი ამ დიდებულ დღესასწაულს აღნიშნავს. საქართველო არის წილხვედრი ქვეყანა ღვთისმშობლისა და ამავე დროს ეს არის დიდი პასუხისმგებლობა, რომ ყველა მორწმუნე ადამიანმა და ყველა მოქალაქემ სწორედ ქრისტესმიერი სწავლების გზა აირჩიოს. მინდა, განსაკუთრებით მივულოცო მარიამობა ჩვენს მოქალაქეებს ცხინვალსა და სოხუმში, განსაკუთრებული სითბოთი მინდა მივულოცო ჩვენს ემიგრანტებს სხვადასხვა ქვეყანაში. კიდევე ერთხელ  გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს. ღმერთი იყოს საქართველოს მფარველი", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა პრემიერ-მინისტრი და წირვაზე მყოფი აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები დალოცა და მთელს საქართველოს ღვთისმშობლის მფარველობა უსურვა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
ყირიმში მასშტაბური ტყის ხანძარი გაჩნდა
სიკორსკიმ გააკრიტიკა პოლონეთის რეაქცია „თეთრი არწივის ორდენის“ სკანდალზე
გახარია - ქვეყანაში ოპოზიციაში ყოფნა დღეს ფიზიკური უსაფრთხოების რისკს უკავშირდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics