|
2018-08-27 10:03:01, 1080 ნახვა
საზოგადოება
ნუცუბიძის IV მიკრორაიონში ორი ახალი სკვერი მოეწყო
ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ნუცუბიძის IV მიკრორაიონს ორი ახალი სკვერი შეემატა. მერიის ინფორმაციით, სამუშაოების ფარგლებში, IV მიკრორაიონის 24-ე და 36-ე კორპუსებთან განთავსდა საბავშვო მოედნები, ფანჩატურები, დაიდგა სკამები და სანაგვე ურნები. 36-ე კორპუსის მიმდებარედ, პროექტის მიხედვით, ასევე, მოეწყო წყარო. ორივე სკვერში გარე განათების ბოძები დამონტაჟდა, დაირგო სხვადასხვა ბუჩქოვანი მცენარეები და ვერცხლისფერი ნაძვები. ახალ სკვერებში ადგილობრივ მცხოვრებლებს ვაკის რაიონის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე შეხვდა. „ვაკის რაიონს კიდევ ორი კეთილმოწყობილი დასასვენებელი სივრცე შეემატა, რაც სასიხარულოა ჩვენთვისაც და ადგილობრივი მცხოვრებლებისთვისაც. 36-ე კორპუსთან სრულიად ახალი სკვერი მოეწყო, ეს ტერიტორია შემოიღობა, განათდა, გამწვანდა, სკვერში განთავსდა ფანჩატური, საბავშვო მოედანი, წყარო და სხვა ინფრასტრუქტურა. მნიშვნელოვანია, რომ სკვერით არა მარტო ამ კორპუსის, არამედ მიმდებარე კორპუსების მოსახლეობაც ისარგებლებს. რაც შეეხება მეორე სკვერს, რომელიც 24-ე კორპუსთან მოეწყო, ჩვენ განვაახლეთ ტერიტორიაზე არსებული ამფითეატრი, აქ განთავსდა საბავშვო სივრცე, დაიდგა სკამები, დაირგო ბუჩქოვანი მცენარეები და ვერცხლისფერი ნაძვები. ორივე სკვერი, რომელიც ადგილობრივებთან შეთანხმებით და კონსულტაციებით ეწყობოდა, ძალიან ლამაზი გამოვიდა“, - განაცხადა ნოდარ ტურძელაძემ. ვაკის რაიონში წლის ბოლომდე შიდა ეზოებში არსებული კიდევ 15 სკვერის რეაბილიტაცია და კეთილმოწყობაა დაგეგმილი.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)