|
2018-08-25 13:08:32, 1386 ნახვა
საზოგადოება
გლდანის ხევში ორ მისამართზე სკვერი მოეწყობა
გლდანის რაიონში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. კერძოდ, მერიის ინფორმაციით, გლდანის ხევის N3-N3 ა და N1-1 ა კორპუსების მიმდებარედ დაახლოებით, 600 კვ.მ ფართობზე, შესაბამისი ინვენტარი განთავსდება, ფეხით სავალი ბილიკები, ბორდიური, განათების და სარწყავი სისტემა, საბავშვო-გასართობი მოედანი მოეწყობა. სკვერის მოწყობის სამუშაოები, რომელსაც შპს “ქა-გი” აწარმოებს, ნოემბრის დასაწყისში დასრულდება. გლდანის რაიონში ამ ეტაპზე სკვერის მოწყობის სამუშაოები სულ შვიდ მისამართზე მიმდინარეობს. მიმდინარე სამუშაოებს გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატთან შალვა ოგბაიძესთან ერთად ადგილზე გაეცნო. „გლდანის რაიონში ინფრასტრუქტურის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. დღეს, გლდანის ხევში სკვერის მოწყობის სამუშაოები ორ მისამართზე დავათვალიერეთ. გლდანის ხევის N3-N3 ა და N1-1 ა კორპუსების მიმდებარედ, ბავშვებისთვის კომფორტული გასართობი სივრცე გაკეთდება. გლდანის რაიონში კიდევ ხუთ მისამართზე სკვერის მოწყობა მიმდინარეობს. ჩვენ მოქალაქეებისთვის არაერთ სარეკრეაციო და დასასვენებელ სივრცეს შევქმნით“, - განაცხადა ბექა მიქაუტაძემ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)