15:26 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-25 11:55:45, 1244 ნახვა

საზოგადოება
Echowaves Festival-ის საორგანიზაციო ჯგუფი: მოგიწოდებთ, გაუფრთხილდეთ საკუთარ და მეგობრების ჯანმრთელობას

“Echowaves Festival”-ის საორგანიზაციო ჯგუფი, ანაკლიაში, ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალებას ეხმაურება.

ფესტივალის ორგანიზატორების განმარტებით,  ყველა შესაბამის უწყებასთან თანამშრომლობენ, მომხდარის მიზეზების დასადგენად, ხოლო მონაწილეებს მეტი სიფრთხლისკენ მოუწოდებენ

„Echowaves Festival-ის საორგანიზაციო გუნდი მწუხარებას გამოთქვამს ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალების გამო და სამძიმარს ვუცხადებთ დაღუპულის ოჯახსა და მეგობრებს. Echowaves Festival-ი თანამშრომლობს ყველა შესაბამის უწყებასთან ტრაგედიის გამომწვევი მიზეზების დასადგენად. ფესტივალის ორგანიზატორები კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, გაუფრთხილდეთ საკუთარ და მეგობრების ჯანმრთელობას. იმ შემთხვევაში, თუკი თავს შეუძლოდ იგრძნობთ, მიმართეთ ფესტივალის ტერიტორიაზე მობილიზებულ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებს, სამედიცინო პუნქტებს, ან SAFEWAVES-ისა და „მანდალას“ მოხალისეებს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის,  ანაკლიაში, ფესტივალ ECHOWAVES-ზე 1 პირი გარდაიცვალა, კიდევ ერთი საავადმყოფოშია გადაყვანილი. ახალგაზრდის გარდაცვალების მიზეზს ექსპერტიზა დაადგენს. ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტრომ კი სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ერთობლივად ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, სოფელ განმუხურში მიმდინარე ელექტრონული მუსიკის ფესტივალზე ნარკოდანაშაულისთვის 4 პირი დააკავა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
ყირიმში მასშტაბური ტყის ხანძარი გაჩნდა
სიკორსკიმ გააკრიტიკა პოლონეთის რეაქცია „თეთრი არწივის ორდენის“ სკანდალზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics