14:03 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-24 12:27:22, 814 ნახვა

საზოგადოება
მერკელი: საქართველოსთვის და დასავლეთ ბალკანური ქვეყნებისთვის, გერმანიაში სამუშაო კვოტებს შევქმნით

„საქართველოსთვის და დასავლეთ ბალკანური ქვეყნებისთვის ჩვენ სამუშაო კვოტებს შევქმნით, რათა დასაქმების ლეგალური, სამართლებრივად გამართლებული გზები არსებობდეს“, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა.

კანცლერის განცხადებით, შეიქმნება ახალი დარგის სპეციალისტების კანონპროექტი, რომლის დეფიციტიც გერმანულ ბაზარზეა.

„ჩვენ ვამუშავებთ ახლა დარგის სპეციალისტების კანონპროექტს, არა ზოგადად, მაგრამ ცალკეული პროფესიებისთვის, სადაც არის დიდი დეფიციტი გერმანულ ბაზარზე. ასოცირების შეთანხმების ფარგლებში, მათ შორის საქართველოსთვის, მათ შორის, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებისთვის ჩვენ ამ კვოტებს შევქმნით, ჩამოვაყალიბებთ, რათა დასაქმების ლეგალური, სამართლებრივად გამართლებული გზები არსებობდეს, მათ შორის გაძლიერდეს პროფესიული სკოლები მრავალი მიმართულებით. ამას გარდა, მნიშვნელოვანია გერმანული ენის ხელშეწყობა უმაღლესი განათლების მიღება, რათა ათვისებული და გაძლიერებული იქნას გერმანიაში აღიარებული პროფესიული ხელობა. ეს არის ძალიან რთული, რასაც ადამიანები ითვისებენ, სწავლობენ და ისევ და ისევ ამ ადამიანებს უნდა შეეძლოთ ამის გამოყენება“,  - განაცხადა მერკელმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სიკორსკიმ გააკრიტიკა პოლონეთის რეაქცია „თეთრი არწივის ორდენის“ სკანდალზე
გახარია - ქვეყანაში ოპოზიციაში ყოფნა დღეს ფიზიკური უსაფრთხოების რისკს უკავშირდება
დააკავეს კაცი, რომელმაც მიუსაფარი ძაღლი დაჭრა
სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები საზოგადოებას აქტიურობისკენ და მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics