|
2018-08-21 17:25:47, 1321 ნახვა
საზოგადოება
განათლების სამინისტროსთან აქციაზე შეკრებილ შავი ზღვის უნივერსიტეტის სტუდენტებს მინისტრი ხვდება
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები, განათლების სამინისტროსთან აქციას მართავენ. ისინი ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვენ. „ჩვენ აქ შევიკრიბეთ იმისთვის, რომ გავაპროტესტოთ ავტორიზაციის საბჭოს გუშინდელი გადაწყვეტილება. ძალიან გვწყდება გული, იმის გამო, რომ ახალი კურსი ვერ მოვა, ვინაიდან ეს ბავშვებისთვისაც დიდ სტრესს წარმოადგენს. მე ძალიან გამიჭირდებოდა ასეთი რამ, იმიტომ, რომ ძალიან მინდოდა IBSU-ში ჩაბარება და მათ ადგილას, ერთი წელი დავიცდიდი, რომ ამ უნივერსიტეტში მოვხვედრილიყავი“, - აღნიშნა ერთ-ერთმა სტუდენტმა. სტუდენტებს ცოტა ხნის წინ განათლების მინისტრთან, მიხეილ ბატიაშვილთან შეხვედრა შესთავაზეს, რაზეც მათ თანხმობა განაცხადეს. შეხვედრაზე სტუდენტების ნაწილი იმყოფება.. შეგახსენებთ, რომ ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს ერთი წლით სტუდენტთა მიღება შეეზღუდა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)