|
2018-08-21 14:28:10, 1199 ნახვა
საზოგადოება
შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურაში სმიტების ოჯახის წევრებთან შეხვედრა გაიმართა
შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურორი ავთანდილ კოჭლამაზაშვილი ხადას ხეობაში მოკლული რაიან მაიკლ სმიტის ნათესავებს შეხვდა. შეხვედრას საქმის პროკურორი დავით ყაზარაშვილი, საქართველოში აშშ-ის საელჩოს მრჩეველი იურიდიულ საკითხებში მაიკლ გრანტი, კონსული ჯენეტ რობერტი და უწყების სხვა თანამშრომლები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე მაიკლ რაიან სმიტის მშობლებმა და ძმამ მიიღეს დეტალური ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, ასევე პასუხები მათთვის საინტერესო შეკითხვებზე, რაც ძირითადად შეეხებოდა გამოძიების პროცესს, მათ შორის ბრალდებულის გარდა, საქმეზე იკვეთება თუ არა კიდევ სხვა დამნაშავე პირი, რამდენად მალე დასრულდება საექსპერტო კვლევები. მაიკლ რაიან სმიტის ოჯახის წევრები დაინტერესდნენ, რა ფორმით შეეძლოთ საკუთარი პოზიციის და მოსაზრების დაფიქსირება სასამართლოს წინაშე. განმარტებების მიღებისა და შეხვედრის დასრულების შემდეგ, გარდაცვლილი რაიან მაიკლ სმიტის უფლებამონაცვლედ ცნობილი იქნა მისი ძმა ჩედ ოსტინ სმიტი, ხოლო ქელებ ისმატ სმიტის უფლებამონაცვლედ მისი ბაბუა ბაირონ ლი სმიტი. ბრალდებულის ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ", მე-2 ნაწილის „ბ", მე-3 ნაწილის „ა" და „ბ" ქვეპუნქტებით (განსაკუთრებული სისასტიკით, სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის და ორი პირის განზრახ მკვლელობა) აქვს წარდგენილი. მცხეთის რაიონულმა სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის შეფარდების თაობაზე დააკმაყოფილა. სისხლის სამართლის საქმეზე გრძელდება გამოძიება. ბრალდებულისთვის წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად თექვსმეტიდან ოც წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
დეკანოიძე - ოცნება თავად ასხივებს უწიგნურობას, ძალადობას და სიძილვილს, თუმცა სხვებს აპატიმრებს
ქართველი დიპლომატები და საზოგადოება რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონების ანექსიური პროცესებისა და უსაფრთხოების რისკების გაძლიერებასთან დაკავშირებით საერთაშორისო პარტნიორებს მიმართავს
უკრაინამ ვოლგოგრადში მდებარე „ისკანდერის“ სარაკეტო ქარხანას „ფლამინგოს“ რაკეტები დაარტყა
დროა: როდესაც ხოშტარია არ არის გადაყვანილი სამოქალაქო კლინიკაში, ეს სადამსჯელო ოპერაციაა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)