|
2018-08-17 19:54:12, 1611 ნახვა
საზოგადოება
საკრებულომ ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსად ალექსანდრე ტოგონიძე დაამტკიცა
თბილისის საკრებულოს სხდომაზე დედაქალაქის მერის მოადგილემ მაია ბითაძემ საკრებულოს წევრებს ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ალექსანდრე ტოგონოძის კანდიდატურა წარუდგინა. როგორც მან განაცხადა, ალექსანდრე ტოგონიძეს საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს და ამ გამოცდილების გათვალისწინებით, იგი დაკისრებულ მოვალეობებს თავს წარმატებით გაართმევს. საკრებულოს ოპოზიციამ წარმოდგენილი კანდიდატურა გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ალექსანდრე ტოგონიძე M2-სა და ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ კომპანიებში მუშაობდა და სამშენებლო ბიზნესს წარმოადგენდა, შესაბამისად, ის ბიძინა ივანიშვილის კადრია და მის დავალებებს შეასრულებს. ოპოზიციის განცხადებებს უმრავლესობის დეპუტატებმა ვახტანგ შაქარიშვილმა, ირაკლი ზარქუამ, რევაზ სოხაძემ, რიმა ბერაძემ, თამარ ტალიაშვილმა და დავით უთმელიძემ უპასუხეს. როგორც ვახტანგ შაქარიშვილმა განაცხადა, „ქართუ ჯგუფს“, სადაც ალექსანდრე ტოგონიძე გარკვეული პერიოდის განმავლობაში საქმიანობდა, ამ ქალაქში და ქვეყანაში რამდენიმე მილიარდი ქველმოქმედებაში აქვს დახარჯული და ეს მხოლოდ ნაციონალური მოძრაობისთვის და მსგავსი მარგინალური ორგანიზაციებისთვის შეიძლება იყოს “კომპრომატი”. „ოპოზიციას აქვს პოლიტიკური დღის წესრიგი, რომელიც ჩვენი ქალაქის და თბილისის მცხოვრებლების ინტერესების დაცვას ნამდვილად არ გულისხმობს, ასე რომ მათი შეფასებები მნიშვნელოვანი არ არის“, - განაცხადა ვახტანგ შაქარიშვილმა. ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარის რევაზ სოხაძის განცხადებით, იმ ურბანულ ქაოსში, რომელშიც დღეს თბილისი იმყოფება, წინა ხელისუფლებას მიუძღვის წვლილი და მუნიციპალიტეტი ყველაფერს აკეთებს, რომ იმ პერიოდში გაფუჭებული საქმეების მაქსიმალურად გამოსწორება შეძლოს. დღესვე საკრებულოს სხდომაზე ღია კაფეების მოწყობის მიზნით მიწების იჯარით გადაცემას დაუჭირეს მხარი. ასევე რამდენიმე ოჯახს ქონება დაუკანონეს. „ჩვენ ვუკანონებთ მიწებს ადამიანებს, რომლებიც მათ მფლობელობაში იყო, თუმცა არ ჰქონდათ საკუთრებაში. ამჯერად ლილოს მე-5 კვარტლის კორპუს N2-ში არსებული მიწა მარინა ბერიანიძეს დაუკანონდა”, - განაცხადა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ.
ინფორმაციას საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს
დეკანოიძე - ოცნება თავად ასხივებს უწიგნურობას, ძალადობას და სიძილვილს, თუმცა სხვებს აპატიმრებს
ქართველი დიპლომატები და საზოგადოება რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონების ანექსიური პროცესებისა და უსაფრთხოების რისკების გაძლიერებასთან დაკავშირებით საერთაშორისო პარტნიორებს მიმართავს
უკრაინამ ვოლგოგრადში მდებარე „ისკანდერის“ სარაკეტო ქარხანას „ფლამინგოს“ რაკეტები დაარტყა
დროა: როდესაც ხოშტარია არ არის გადაყვანილი სამოქალაქო კლინიკაში, ეს სადამსჯელო ოპერაციაა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)