11:43 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-17 04:40:45, 2903 ნახვა

საზოგადოება
სეს-მა პირველი აგვისტოდან აჭარაში მდებარე 6 ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა,17 დააჯარიმა

სურსათის ეროვნული სააგენტოს  აჭარის რეგიონული სამმართველომ 1 აგვისტოდან 15 აგვისტოს ჩათვლით,  24 კვების ობიექტის ინსპექტირება ჩაატარა.
როგორც "ექსპრესნიუსს" სურსათის ეროვნული სააგენტოს  აჭარის რეგიონული სამმართველოში განუცხადეს, 
დოკუმენტური შემოწმება ჩატარდა 5 ობიექტში, ზედამხედველობა 7 ობიექტში, ნიმუში აღებული იქნა 7 ობიექტიდან.
  უწყების ინფორმაციით, აქედან 6 ობიექტს შეუჩერდა საწარმოო პროცესი და ამასთანავე დაფიქსირდა არაკრიტიკული შეუსაბამობები, გაიცა მითითითებები და ამ მითითებების შესასრულებელი გონივრული ვადა.         
         საწარმოო პროცესი შეუჩერდა: 2 თევზის შესაბოლი საამქრო, 1-ძეხვის საამქრო, 1 ნახევარფაბრიკატები, 2- საზკვება. 
        17 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შედგა, ამათგან  6- სურსათის ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის  68-ე მუხლის მე-3 ნაწილი, 3-სურსათის ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის   65-ე   მუხლის მე-6 ნაწილი,   3- სურსათის ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის  67-ე მუხლი,  3-სურსათის ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის  742 ნაწილი 1,    2-სურსათის ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის-64-ე მუხლი 1 ნაწილი. 
   "ექსპრესნიუსმა" სურსათის ეროვნულ სააგენტოს მას შემდეგ მიმართა, რაც გაავრცელა ინფორმაცია, რომ  აჭარის მასშტაბით,  ბოლო სამი დღის განმავლობაში სავარაუდო ინფექციური წარმოშვების დიარეით (A009) 134  საკვების მიერი მოწამვლით (A05.9) 154 პაციენტი შევიდა. 
პაციენტების მიმართვიანობა აჭარაში არსებულ სხვადასხვა სტაციონარებში დაფიქსირდა.

ცენტრის ინფორმაციით, დიარეისა და საკვებით მოწამვლის ნიშნები 13, 14, 15 აგვისტოს არის დაფიქსირებული.
აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცნეტრის ცნობით 2017 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ინტოქსიკაციით და დიარეით პაციენტების სტანციონარზე მიმართვიანობა 20 პროცენტითაა გაზრდილი.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინაში მიმდინარე ომში კიდევ ორი ​​ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics