|
2018-08-16 12:38:59, 1121 ნახვა
საზოგადოება
ბათუმში „აწარმოე საქართველოში“ მომსახურების ცენტრი გაიხსნება
ქალაქ ბათუმში, აჭარის ა/რ მთავრობის მხარდაჭერით, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მომსახურების ცენტრი გაიხსნება. მნიშვნელოვანია სააგენტოს ინიციატივა, გახსნას პირველი რეგიონული წარმომადგენლობა, რომლის მეშვეობითაც უფრო ეფექტიანად მოხდება არა მხოლოდ სააგენტოს მიერ განხორციელებული პროგრამებისა და პირობების, არამედ საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კერძო სექტორის მხარდაჭერის ყველა ფინანსური მექანიზმის შესახებ ინფორმაციის გავრცელება. იუსტიციის სახლში განთავსებული მომსახურების ცენტრში, ნებისმიერი დაინტერესებული პირი ბიზნესსექტორის სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამების შესახებ ინფორმაციის მიღების გარდა, შეძლებს ისეთი მომსახურებით სარგებლობას როგორიცაა: სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მონაცემთა ბაზაში არსებულ პოტენციურ ბიზნესპარტნიორებთან დაკავშირება, მცირე და საშუალო მეწარმეების ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობა და სხვა. „აწარმოე საქართველოში“ პროექტის ფარგლებში, აჭარის რეგიონში სულ 2014 წლიდან მხარდაჭერილია 19 პროექტი (მოიცავს ინდუსტრიულ, სოფლის და სასტუმროს მიმართულებებს), რომელთა ჯამური ინვესტიციის მოცულობა 37,8 მლნ ლარზე მეტია, საიდანაც კომერციული ბანკების მიერ დამტკიცებული სესხების მოცულობა ჯამში შეადგენს 24,7 მლნ ლარს. აღნიშნული პროექტებით სულ შეიქმნება 700-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი. ამასთანავე მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის კომპონენტის ფარგლებში, 2015-2017 წლებში მხარდაჭერილია 520 პროექტი, თანადაფინანსების სახით გაიცა 4 მლნ ლარზე მეტი, ხოლო დაფინანსებული პროექტების ჯამური საინვესტიციო მოცულობა 5 მლნ ლარამდეა, სადაც ჯამში დაფინანსებულია 870 ბენეფიციარი. სულ შეიქმნება 1000-ზე მეტი სამუშაო ადგილი. შეგახსენებთ, რომ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ერთ-ერთი პირველი სახელწიფო უწყებაა, რომლის უმთავრეს მიზანს წარმოადგენს სამეწარმეო გარემოს გაუმჯობესება, კერძო სექტორის განვითარება, საქართველოს საინვესტიციო კლიმატის პოპულარიზაცია და ექსპორტის ხელშეწყობა. დინამიური ეკონომიკური განვითარების უზრუნველსაყოფად, სააგენტო აერთიანებს სამ კომპონენტს, ეკონომიკური განვითარების სამ ურთიერთდაკავშირებულ შრეს: ბიზნესს (ადგილობრივ წარმოებას), ექსპორტს და ინვესტიციებს.
უკრაინაში მიმდინარე ომში კიდევ ორი ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)