09:18 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-14 11:59:39, 729 ნახვა

საზოგადოება
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და ცოდნის მართვის სისტემის სადემონსტრაციო სესია

იყალთოში, სასტუმროში “სავანეთი”  გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და ცოდნის მართვის სისტემის სადემონსტრაციო სესია გაიმართა. შეხვედრის მონაწილეეებს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა თამარ ალადაშვილმა მიმართა.
 
სესიაზე სისტემის სადემონსტრაციო ნაწილი კომპანია “ფინას” წარმომადგენელმა წარადგინა. შეხვედრის მონაწილეებმა სისტემის ფუნქციონირებაზე,  კლიმატის ცვლილებისა  და გაუდაბნოების მოდულების ანგარიშებსა და განხორციელებულ დავალებებზე იმსჯელეს.

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და ცოდნის მართვის სისტემა არის ახალი პლატფორმა, რომელიც მომხარებელს სთავაზობს სხვადასხვა გარემოსდაცვით თემატიკასთან დაკავშირებულ სრულ გარემოსდაცვით ინფორმაციას. 

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და ცოდნის მართვის სისტემის მიზანია მოსახლეობისთვის სანდო გარემოსდაცვით მონაცემებთან წვდომის უზრუნველყოფა, ეფექტიანობის გაზრდა გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღებისა და პოლიტიკის ფორმირების პროცესში, ეროვნული საჭიროებებისა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება.

სისტემის სადემონტრაციო სესიას ესწრებოდა გაეროს განვითარების პროგრამის პროექტის- „გლობალური გარემოს მონიტორინგის გაუმჯობესებისა და მის შესახებ ცოდნის ამაღლების მიზნით ინფორმაციის მართვის ჰარმონიზება საქართველოში“ მენეჯერი  ნინო გვაზავა, ექსპერტები და დარგის სპეციალისტები.

სისტემა განვითარდა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) პროექტის - „გლობალური გარემოს მონიტორინგის გაუმჯობესებისა და მის შესახებ ცოდნის ამაღლების მიზნით ინფორმაციის მართვის ჰარმონიზება საქართველოში“ ფარგლებში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics