|
2018-08-11 15:29:38, 1381 ნახვა
საზოგადოება
სერგეენკო: სახელმწიფო მზადაა, რუსეთის მოქალაქე 10 წლის ბავშვს გულზე ქირურგიული ოპერაცია უფასოდ გაუკეთოს
„არავის ვტოვებთ განსაცდელში, რომელი ქვეყნის მოქალაქეც არ უნდა იყოს, სახელმწიფო მზად არის, რუსეთის მოქალაქე 10 წლის ბავშვს გულზე ქირურგიული ოპერაცია უფასოდ გაუკეთოს“, - ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა. მინისტრის თქმით, ოჯახს შესთავაზეს ოპერაციის დაფინასნება, თუმცა, მშობლები სპეციალური თვითმფრინავით რუსეთში გადაყვანას ითხოვენ. „ახლა კი ასეთი მდგომარეობააა, რომ თავის თანდაყოლილი დაავადებებიდან გამომდინარე, სჭირდება კარდიოქირურგიული, გულზე ქირურიული ჩარევა. ჩვენ მზად ვართ და შევთავაზეთ მას, რომ ეს საქართველოში კეთდება ძალიან კარგად და მას არანაირი ფინანსური ბარიერი არ ექნებოდა. სახელმწიფო დაეხმარებოდა ამ ოპერაციის დაფინანსებაში, თუმცა მშობლებს სურვილი აქვთ, რომ ეს ოპერაცია რუსეთში გაკეთდეს და ითხოვენ, რომ სპეციალური თვითმფრინავით მოხდეს ბავშვის გადაყვანა. ჩვენი შეთავაზება ძალაშია, ამ ბავშვისთვის არაფერი დაგვიკლია. ოპერაციაზე თუ დათანხმდებიან, გავუკეთებთ ისე, რომ მათ თანხა არ დაეხარჯებათ. რაც შეეხება მათ სურვილს, ცხადია მათი შვილია და მათი გადასაწყვეტია, თუმცა ჩვენ მოკლებული ვართ იმის შესაძლებლობას, რომ კონკრეტულად საჰაერო რეანომობილი ვიქირავოთ და გადავიყვანოთ. ვთავაზობთ იმას, რასაც ვთავაზობთ და განსაცდელში არ ვტოვებთ. ხაზი მინდა გავსუვა, რომ მე ვნახე რამდენიმე სიუჟეტი და მართლა გული დამწყდა, იმიტომ რომ არ შეიძლება ასე ყველაფრის პოლიტიზირება, არაფერი არ დაგვიკლია ამ ბავშვისთვის, მათ აქვთ თვითონ სურვილი, გადაფრინდნენ რუსეთში“, - განაცხადა დავით სერგეენკომ. ცნობისთვის, ბავშვი თვეზე მეტია, იაშვილის კლინიკაში წევს, სადაც ნაწლავების გაუვალობის გამო გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა, მოგვიანებით კი თრომბები განუვითარდა.
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)