|
2018-08-10 11:45:05, 793 ნახვა
საზოგადოება
სახალხო დამცველი ნორმატიულ აქტებში ტერმინ „ოჯახის უფროსის“ შეცვლას ითხოვს
საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ პრემიერ-მინისტრს ზოგადი წინადადებით მიმართა და მთავრობის სახელით გამოცემულ საკანონმდებლო აქტებში გამოყენებული ტერმინის „ოჯახის უფროსის“ სხვა უფრო ნეიტრალური ფორმით მოდიფიცირება მოითხოვა. „მართალია, ზემოხსენებულ აქტებში პირდაპირ არ არის მითითებული თუ ვინ არის, ან ვინ უნდა იყოს ოჯახის უფროსი, თუმცა საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებულ ტრადიციულ წარმოდგენებში „ოჯახის უფროსად“ მოიაზრებოდა მამაკაცი, რომელიც მისი სქესის გამო ოჯახში გადაწყვეტილების მიმღები პირი იყო. სახალხო დამცველის აზრით, თანამედროვეობაში აღნიშნული ტერმინის გამოყენება ამყარებს ქალის შესახებ სტერეოტიპულ წარმოდგენებს, რომ ქალი ოჯახის მეორეხარისხოვანი წევრია, არ არის თანასწორად გადაწყვეტილების მიმღები და დოვლათის შემომტანი, რაც, თავის მხრივ, სქესის საფუძველზე ნეგატიური შეხედულებების წამახალისებელია“, - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში. ამასთან, მიმართვის თანახმად, სახელმწიფოსა და საზოგადოების ურთიერთობაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს საკანონმდებლო ბადე. „ოჯახის, როგორც საზოგადოების უმნიშვნელოვანესი სოციალური უჯრედის მთავარი მახასიათებელი არის თანასწორობა და პირთა თანაბარი მონაწილეობა შინამეურნეობის საქმიანობაში. საკანონმდებლო დონეზე ასახული ტერმინი კი თავისივე შინაარსში ეწინააღმდეგება თანასწორობის პრინციპს და ერთმნიშვნელოვნად გულისხმობს ერთი რომელიმე პირის დომინირებას. აქედან გამომდინარე, სახალხო დამცველი მიზანშეწონილად მიიჩნევს საკანონმდებლო აქტების მიზნებისთვის აქცენტი ტერმინ „ოჯახის უფროსის“ შინაარსობრივ მხარეზე გაკეთდეს, რომელშიც, როგორც წესი, ოჯახის შემადგენლობაში მყოფი საკონტაქტო პირი იგულისხმება, რომელიც ოჯახის წევრების შესახებ ყველაზე მეტად არის ინფორმირებული“, - ნათქვამია განცხადებაში.
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)