07:51 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-09 16:25:36, 858 ნახვა

საზოგადოება
ეროვნულ ბოტანიკურ ბაღს მცენარეთა დაცვის საშუალებები გადაეცა

საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღს ,,მცენარეთა დაცვის ეფექტურობის გაზრდის ხელშეწყობის“ პროექტის ფარგლებში, თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს მიერ, მცენარეთა დაცვის საშუალებები, ხელსაწყოები, ინვენტარი და სხვადასხვა ტექნიკური აღჭურვილობა გადაეცა, რომლის საერთო ღირებულება 160 000-მდე ლარს შეადგენს. 

აღნიშნული აღჭურვილობა შესაძლებლობას იძლევა, ბოტანიკური ბაღის მცენარეთა დაცვის ღონისძიებების ეფექტურობა გაიზარდოს.

ბოტანიკურ ბაღში გამართულ ღონისძიებაზე მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს და მომავალი წლის პროექტების განხორციელებაზე შეჯერდნენ.

ღონისძიებას ეროვნული ბოტანიკური ბაღის დირექტორი თამაზ დარჩიძე, თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი გიგა გიგაშვილი, თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics