07:51 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-09 15:09:29, 521 ნახვა

საზოგადოება
ბატიაშვილი: უფასო ფაკულტეტებთან დაკავშირებით დადგინდა, რომ სისტემა არაეფექტურად მუშაობს

განათლების, კულტურის, მეცნიერების და სპორტის მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, განათლების ხუთივე საფეხურს შეეხება რეფორმა და გადაიდგმევა რადიკლაური ნაბიჯები. 

„ვემზადებით, რომ სექტემბერში, ძალიან მალე წარვადგინოთ რეფორმა, რომელიც შეეხება განათლების ხუთივე საფეხურს და მოიცავს მთელ სისტემას. წარმოდგენილი იქნება მთლიანი ხედვა, თუ როგორ უნდა მოხდეს განათლების სისტემის რეფორმირება. ჩვენ უკვე დავიწყეთ კონსულტაციები საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ექსპერტებთან და რეფორმის პრეზენტაციამდე გაგრძელდება კონსულტაციები. სისტემური რეფორმები იქნება ძალიან მნიშვნელოვანი და ძირეული. გადაიდგმება რადიკალური ნაბიჯები სისტემის წინსვლისთვის“, - განაცხადა ბატიაშვილმა.

განათლების მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ რეფორმა უფასო ფაკულტეტებსაც შეეხება.

„უფასო ფაკულტეტების მიმართულებით გამოყოფილია დაახლოებით 12 მილიონი ლარი. ვფიქრობთ, ამ მიმართულებით გვჭირდება რეფორმირება. ეს საკითხი, უფასო ფაკულტეტები, შედეგის მხრივ არაეფექტურად მუშაობს. ეს არის ერთ-ერთი საკითხი, რომელსაც რეფორმა შეეხება. თუნდაც, სწავლის დაფინანსებას, ჩვენი მეცნიერების დაფინანსებას, სკოლების დაფინანსებას. მთავარია, რომ ეს რეფორმა მუშავდება. რამდენიმე შეფასების სისტემა, რომელიც ვფიქრობთ, შემოდგომაზე გაცხადდება. ეს ყველაფერი მიმართული იქნება იქით, რომ ჩვენს მოსწავლეებს და სტუდენტებს სწავლის ხარისხი გაუუმჯობესდეთ, ვფიქრობთ, რომ წლის განმავლობაში ყველა მიმართულებით, შედეგი უნდა დავდოთ“, - განმარტა მიხეილ ბატიაშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics