|
2018-08-08 15:10:33, 819 ნახვა
საზოგადოება
მარშალ გელოვნის გამზირისა და სარაჯიშვილის ქუჩის გადაკვეთაზე ორდონიანი კვანძის მოწყობის სამუშაოები დაიწყო
თბილისის მერი კახა კალაძე მარშალ გელოვანის გამზირისა და სარაჯიშვილის ქუჩის გადაკვეთაზე ორდონიანი კვანძის მშენებლობის სამუშაოებს გაეცნო, რომელსაც ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური აწარმოებს. პროექტის ამ ეტაპზე, განაპირა ბურჯის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. პარალელურად, საკომუნიკაციო კომპანიები მიწისქვეშა ქსელების გადატანის სამუშაოებს აწარმოებენ. „ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება. ვაშლიჯვრიდან გადმოსასვლელი, რომელიც მარშალ გელოვანს უკავშირდება, პიკის საათებში ყოველთვის გადატვირთულია და ადგილობრივი მოსახლეობისთვის სერიოზულ დისკომფორტს წარმოადგენს. ძალიან ჭირს გადაადგილება და მოქაალაქეებს საცობში ლოდინი საათობით უწევთ. აღნიშნული პროექტი, რომლის ფარგლებშიც, ორდონიანი პანდუსი მოეწყობა, კონკრეტულ მონაკვეთზე მოძრაობას განტვირთავს. ძალიან კარგი პროექტია, რომელზეც დაახლოებით, ოთხი მილიონი ლარი დაიხარჯება და მის დასრულებას ექვსი თვე დასჭირდება“, - განაცხადა კახა კალაძემ. ორდონიანი კვანძი - გზაგამტარი, რკალისებურ ესტაკადას წარმოადგენს, რომელიც სარაჯიშვილის ქუჩიდან იწყება, ზემოდან გადადის მარშალ გელოვანის გამზირზე და აღნიშნული გამზირის მცხეთისკენ მიმავალ მიმართულებას უერთდება. პროექტი ვაშლიჯვრის დასახლებაში მოძრაობის განტვირთვას უზრუნველყოფს და საბურთალოსა და დიღომს შორის ტრანსპორტის ნაკადის გამტარობას გაზრდის. გარდა ამისა, მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებები ნუცუბიძის პლატოებიდან ვაშლიჯვრის გავლით, დიღმის მიმართულებით და პირიქით, გადაადგილებას თავისუფლად შეძლებენ. სამშენებლო სამუშაოებს თბილისის მერიის კონტრაქტორი კომპანია შპს „ენ სი სი“ აწარმოებს, რომელზეც დედაქალაქის ბიუჯეტიდან 4 300 000 ლარამდე დაიხარჯება. სამუშაოები ექვს თვეში დასრულდება. თბილისის მერთად ერთად, ადგილზე მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გალაქტიონ ბუაძე, საბურთალოს გამგებელი გაიოზ ვასაძე, ასევე, საკრებულოსა და პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატები ავთნდილ ცინცაძე და მამუკა მდინარაძე იმყოფებოდნენ.
(NS)
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)