06:24 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-08 11:14:01, 493 ნახვა

საზოგადოება
ახალი ავტობუსების შესყიდვის მიზნით გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული გამოვლენილია

თბილისის მერიის მიერ ახალი ავტობუსების შესყიდვის მიზნით გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია გამოვლინდა.

როგორც დღეს თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მერიაში გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ტენდერში კომპანია „თეგეტა თრაქ ენდ ბასმა“ გაიმარჯვა. კომპანიასთან ხელშეკრულება რამდენიმე დღის წინ გაფორმდა, რომლის საერთო ღირებულება 45 მლნ ლარს შეადგენს. 

„არაერთხელ მითქვამს, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლება ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენი გუნდისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. რამდენიმე დღის წინ წარმოვადგინეთ ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკა - ხედვა, თუ რა გაკეთდება და რის განხორციელებას ვაპირებთ მომდევნო წლების განმავლობაში. იცით, რომ 2018-2019 წლებში, ავტობუსების სრული განახლება მოხდება და ყვითელი ავტობუსები სრულად ჩანაცვლდება, რომელიც ქალაქისა და მგზავრებისთვის სერიოზულ დისკომფორტს წარმოადგენს. 90 ერთეული ახალი ავტობუსის შესყიდვაზე ტენდერი გვქონდა გამოცხადებული, რომელიც უკვე დასრულებულია. პროცესში კომპანია „თეგეტა ტრაქ ენდ ბასმა“ გაიმარჯვა. გაფორმებულია ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, ქალაქს 90 ახალი ავტობუსი ეყოლება“, - განაცხადა კახა კალაძემ.   

დედაქალაქის მერის თქმით, კომპანია დედაქალაქში 90 ახალი ავტობუსის შემოყვანას ეტაპობრივად, ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს ცხრა თვის ვადაში უზრუნველყოფს.  

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics