06:24 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-08 10:30:23, 798 ნახვა

საზოგადოება
რუსეთის ყოფილ საელჩოსთან მიმდინარე აქციაზე მოქალაქეებმა სიმბოლურად მავთულხლართები გააბეს

აგვისტოს ომიდან 10 წლის თავზე, დაღუპული გმირები გორში, 8 აგვისტოს მემორიალთან გაიხსენეს.

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებმა მემორიალი ყვავილებით შეამკეს და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

რუსეთის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობის და ოკუპაციის გამოხატულების ნიშნად მემორიალთან სანთლებით და სიმბოლური მავთულხლართებით 10-იანის ინსტალაცია გაკეთდა.

აქციის მონაწილეებმა მანათობელი ფრანები გაუშვეს, როგორც სამშვიდობო გზავნილი საოკუპაციო ხაზს მიღმა მცხოვრები თანამოქალაქეებისადმი.

,,10 წელი გავიდა აგვისტოს ომიდან, რუსეთის მხრიდან აგრესია და ოკუპაცია დღემდე გრძელდება. შევიკრიბეთ, რათა გავიხსენოთ გმირები, რომლებიც შეეწირნენ ამ უდიდეს ტრაგედიას. სიმბოლური მავთულხლართებით ვაპროტესტებთ ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციას. ჩვენი მშვიდობიანი გზავნილით გვინდა ხმა მივაწვდინოთ მავთულხლართებს მიღმა დარჩენილ ჩვენს თანატოლებს და თანამოქალაქეებს. იმედი გვაქვს, აფხაზ და ოს თანამოძმეებთან ერთად, ერთიან საქართველოში მშვიდობიანად ვიცხოვრებთ. კონფლიქტის მშვიდობიანად გადაჭრას ალტერნატივა არ აქვს“ - განაცხადა ქართული ოცნების გორის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე გიგა გელაშვილმა .





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics