|
2018-08-03 10:55:58, 598 ნახვა
საზოგადოება
სამცხე-ჯავახეთის მხარეში ეროვნული სანავიგაციო სისტემის პროექტის აღწერითი სამუშაოები დასრულდა
ეროვნული სანავიგაციო სისტემის შექმნისა და განვითარების პროექტის ფარგლებში, საჯარო რეესტრის საველე ოპერატორებმა სამცხე-ჯავახეთის დასახლებულ პუნქტების საველე აღწერა დაასრულეს. წაღვერში, ნინოწმინდაში, ვალეში, ბორჯომში, ბაკურიანში, ახალციხეში, ახალქალაქში, ახალდაბაში, ასპინძაში, ადიგენში, აბასთუმანში საზოგადოებრივი მნიშვნელობის ყველა გეოგრაფიული მონაცემია აღწერილი. მათ შორის 6 018 ინტერესის ობიექტი, 27757 შენობა-ნაგებობა, საავტომობილო გზათა ქსელის 1021 კმ, 4585 საგზაო მოძრაობის მარეგულირებელი ნიშანი. აღწერილ კულტურულ, რეკრეაციულ თუ ტურისტული თვალსაზრისით მნიშვნელოვან ობიექტებს ვიზუალიზაციისათვის შესაბამისი ფოტომასალა აქვს თანდართული. საველე სამუშაოების პარალელურად, მიმდინარეობს შეგროვებული მონაცემების საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით დამუშავება და ხარისხის კონტროლი. დამუშავებულ მონაცემებს საჯარო რეესტრი ეროვნული სანავიგაციო სისტემის შესაქმნელად გამოიყენებს. ამას გარდა, სააგენტო ინფორმაციას მსოფლიო ლიდერ სანავიგაციო კომპანიებსაც (TomTom, Google) მიაწვდის, რომლებიც მონაცემებს თავიანთ პროდუქტებში: ელექტრონული რუკების მობილურ და ვებ აპლიკაციებში, ავტომობილების ბორტკომპიუტერებში და სხვა სანავიგაციო სისტემებში ასახავენ. ეროვნული სანავიგაციო სისტემის შექმნისა და განვითარების პროექტზე მუშაობა საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2017 წელს დაიწყო. პროექტის მიზანია სანავიგაციო სისტემებსა და ციფრულ რუკებზე გამოსახული ინტერესის ობიექტები ადგილობრივი და უცხოელი ტურისტებისთვის გაცილებით ცნობადი და იოლად მოსაძებნი გახადოს, რაც ქვეყნის პოპულარიზაციას, ტურიზმის განვითარებასა და ადგილობრივ ბიზნესს შეუწყობს ხელს. ეროვნული სანავიგაციო სისტემა ნებისმიერ მომხმარებელს გაუადვილებს ინფორმაციის მოძიებას, ადგილმდებარეობის იდენტიფიცირებას და დანიშნულების ადგილამდე მისასვლელი ოპტიმალური მარშრუტის შერჩევას. პროექტის ფარგლებში საველე-აღწერითი სამუშაოები უკვე დასრულებულია შავი ზღვის სანაპირო ზოლსა და თბილისში, ასევე, შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, აჭარის, გურიის, იმერეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის დასახლებულ პუნქტებში. ამ ეტაპზე სულ, ჯამურად აღწერილია დაახლოებით 171 245 ობიექტი, მათ შორის : 100 937 ინტერესის ობიექტი, 70308 საგზაო ნიშანი, 57 კმ საველოსიპედო ბილიკი და 16 468 კმ სიგრძის საავტომობილო გზათა ქსელი.
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)