05:07 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-02 16:30:51, 866 ნახვა

საზოგადოება
ზოგადი უნარების გამოცდის მინიმალური ბარიერი აბიტურიენტების 13%-ზე მეტმა ვერ გადალახა

2018 წლის ზოგადი უნარების გამოცდის შედეგები ცნობილია.
 „38 ათასი აბიტურიენტიდან, ზოგადი უნარების გამოცდის მინიმალური ბარიერი აბიტურიენტების 13%-ზე მეტმა ვერ გადალახა, ხოლო მაქსიმალური 80 ქულა, მხოლოდ ერთმა აბიტურიენტმა მიიღო“, - ამის შესახებ ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
ცენტრის ინფორმაციით, აბიტურიენტებს საგანმანათლებლო პროგრამებში ცვლილების განხორციელება, კერძოდ, ფაკულტეტისა და უნივერსიტეტის დამატება ან წაშლა აპელაციის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ კიდევ ერთი დღის განმავლობაში შეეძლებათ.
აბიტურიენტებს აბიტურიენტს შედეგის ნახვა გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ გვერდებზე: naec.ge ან online.naec.ge-ზე შეუძლია.
რაც შეეხება მოკლე ტექსტური შეტყობინებით ქულის გაგებას, აბიტურიენტმა მობილური ტელეფონიდან საკუთარი საიდენტიფიკაციო კოდი უნდა გაგზავნოს ნომერზე 93 333 (საფასური 50 თეთრი).
შეგახსენებთ, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდები 2 ივლისს დაიწყო და 26 ივლისს, ფიზიკის გამოცდით დასრულდა. საქართველოში სულ 22 საგამოცდო ცენტრი ფუნქციონირებდა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics