05:07 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-02 12:54:22, 627 ნახვა

საზოგადოება
დაჭრილი სამხედროების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია

კოჯრის სერჟანტთა აკადემიაში მომხდარი დაპირისპირების დროს დაშავებული სამხედროების მდგომარეობა სტაბილურია.

როგორც "ექსპრესნიუსს" გორის სამხედრო ჰოსპიტალში განუცხადეს, ორი სამხედრო მოსამსახურე ამ კლინიკებში გუშინ მოათავსეს. 

"სამხედროების მდგომარეობა არის მსუბუქი, მათ ზედა კიდურის ტრამვები აღენიშნებათ. ისინი ჰოსპიტალში, ჭრილობების დამუშავების გადმოიყვანეს. ერთი მათგანი კლინიკიდან დღეს გაეწერება, მეორე სამხედრო კი, ხვალამდე გააგრძელებს მკურნალობას", - აცხადებენ ჰოსპიტალში. 

რაც შეეხება დაჭრილ სამხედროებს, „ამტელ ჰოსპიტალსის“ კლინიკური დირექტორი, ლაშა მაჭარაშვილი აცხადებს, რომ კლინიკაში შესვლისას დაჭრილის მდგომარეობა საშუალო სიმძიმის იყო და მას გვიან ღამით ოპერაცია ჩაუტარდა.

„ამჟამად პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი და სტაბილურია, უტარდება მკურნალობა პალატაში. საშუალო სიმძიმის იყო მდგომარეობა შემოსვლისას, სავარაუდოდ, ცივი იარაღით აქვს მიყენებული ჭრილობა“, - განაცხადა ექიმმა.

ცნობისთვის, გიორგი ანწუხელიძის სახელობის კოჯრის სერჟანტთა აკადემიაში პირველ აგვისტოს საღამოს საათებში ინციდენტი მოხდა.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics