00:45 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-27 10:01:52, 524 ნახვა

საზოგადოება
გიორგი გახარია აშშ-ში ოფიციალურ ვიზიტს განაგრძობს

საქართველოს ვიცე პრემიერი და შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ამერიკის შეერთებულ შტატებში ოფიციალურ ვიზიტს აგრძელებს.

შსს-ს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები იმართება აშშ აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების მაღალი რანგის პირებთან.

უწყების ცნობით, გიორგი გახარიამ შეხვედრა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების პროგრამის ხელმძღვანელთან ფილიპ დოლიფთან გამართა.

შეხვედრაზე სასაზღვრო უსაფრთხოების კუთხით შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები, აშშ-ს ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების პროგრამის მიერ დაფინანსებული ორმხრივი პროექტები განიხილეს. აქცენტი გაკეთდა აშშ-სთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე და საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრის შესაძლებლობების შემდგომ განვითარებაზე.

მინისტრმა აშშ–ს მხარეს მადლობა გადაუხადა გაწეული დახმარებისთვის და მზადყოფნა გამოხატა ხელი შეუწყოს არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის გაღრმავებას. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების პროგრამა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ–ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორი და დონორია სასაზღვრო უსაფრთხოების განმტკიცების სფეროში.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics