|
2018-07-24 12:03:50, 628 ნახვა
საზოგადოება
დიდუბის რაიონში ზაზა ფაჩულიას სახელობის კალათბურთის მოედანი გაიხსნა
დიდუბის რაიონში ზაზა ფაჩულიას სახელობის კალათბურთის მოედანი გაიხსნა, რომელიც დიდუბის გამგეობისა და კომპანია „გალფის“ ერთობლივი პროექტია. მერიის ინფორმაციით, სპორტული მოედანი საერთაშორისო საკალათბურთო სტანდარტებს სრულად აკმაყოფილებს. მოედნის გახსნას თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილი დაესწრო. მისი თქმით, მსგავსი სპორტული ობიექტების არსებობა დედაქალაქისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. „თითოეული ახალი სპორტული ინფრასტრუქტურა ქალაქისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ეს კონკრეტული ობიექტი რამდენიმე ფაქტორის გამო, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. პირველ რიგში, ის არის ზაზა ფაჩულიას სახელობის და პროექტი მისი ძალისხმევით განხორციელდა. მოედანი საერთაშორისო სტანდარტებს აკმაყოფილებს და მიხარია, რომ თბილისს ასეთი პროექტი შეემატა“, - განაცხადა ილია ელოშვილმა. მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ასევე, მოეწყო სკვერი, განთავსდა საპარკე ინვენტარი და ბავშვებისთვის ატრაქციონები დამონტაჟდა. ღონისძიების ფარგლებში, პროექტის - „ეთამაშე ზაზას სთრითბოლი“ ფინალური მატჩი გაიმართა, სადაც პროექტის გამარჯვებულებმა და ზაზა ფაჩულიამ ქუჩის კალათბურთი ითამაშეს. საკალათბურთო მოედანი ზაზა ფაჩულიამ დიდუბის რაიონის გამგებელ ირმა ზავრადაშვილთან, „გალფის“ გენერალურ დირექტორ გიორგი დევაძესთან, პარლამენტისა და საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატებთან, ილია წულაიასა და თარაშ შურღაიასთან ერთად გახსნა.
(NS)
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)